20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
თეო
მარი სიმართლე მწარეაო არა?
08:27 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ექიმების 90 პროცენტი უვიცი და ფულზე დახარბებულია. რამდენიმე წლის წინ სანამ დამიდგინეს რა მჭირდა ცოტაც და გამისტუმრებდნენ საიქიოს. იაშვილშიც ბევრი უგულოააააააა
08:24 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
როდესაც ადამიანის სიცოცხლე გაბარია და გადაწყვეტილი გქონდა ექიმი გამხდარიყავი,საკუთარ თავს უნდა ჩაჰკითხოდი,ვიქნები კი სულით ის ადამიანი რომელიც ანგარების გარეშე ვიზრუნებ ადამიანის სიცოცხლეზე?და თუ ეჭვი შეგეპარება წადი იარე სხვა გზით.დღეს სამწუხაროდ მედიცინაში ბოროტება ჩაიდო,წამალი ბოლომდე ვერ გკურნავს,ამით კლიენტურა რომ არ მოაკლდეთ,მედიკეიტი კი ფულის შოვნის საუკეთესო"გამოგონებაა".დამერწმუნეთ,ყველა იმ ბოროტებისთვის აგებთ უფლის წინაშე პასუხს,რომ შეგიძლია ადამიანი გადაარჩინო და სასიკვდილოდ გაიმეტებთ!
04:42 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
მოცუნცულდებით და გვეჯგანებით თუ რამის თქმა გინდათ უვიცებო თავად!!! პირში გვითხარით
03:39 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
აყვა სრულიად ერი რა დარწმუნებული ხართ რომ ასე მოხდა?
03:36 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ცოტას ხომ არ აზვიადებთ?
03:34 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა ნანა
კი გეტანხმებით ან უნდა გიცნობდნენ ვინმეს მხრიდან ან კიდე ფულიტ უნდა გამოუტენო ჯიბეები,2010 ში ამერიკიდან ჩამოვედი და უცებ ცჰემს უპროსს სჰვილს ოპერაცია დასჯირდა,სანამ ოპერაციაზე შევიკვანდით ანესთეზიოლოგს უნდა ენახა,და 10 წლის ბავშვს ეუბნება აბა ენა გადმომიგდე ვიტომ ზაგლი ხარ,ამაზე ხომ საერტოდ გავგიჯდი მაგრამ ხმას ვერ ამოვიგებდი არ იცოდნენ ამერიკიდან რომ ვიკავი ჩამოსული შიშიტ რას ვიტკოდი სული მეხუთებოდა იკაური სიბინზურით ,იმაზე არ ფიკრობენ თუ რა მოვალეობაც აკისრიათ მხოლოდ ფული აგელვებთ:(
02:34 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
საზიზღრები არიან ჩვენი ექიმები, ერთნაირად უნდა დახსნა ყველანი. კოტე თოლორდავა გამოჯანმრთელებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ქალიშვილს. განო მიყვარხართ თქვენი ოჯახი ძალიან. გკოცნით საფრანგეთიდაააააან.
02:09 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
kokeus
რატო არ რეაგირებს ამ აღმაშფოტებელ ამბავზე ჯანდაცვის მინისტრი?
01:07 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თავიდან განმიახლდა ის საშინელი დღეები ,რაც ჩვენ გადავიტანეთ უვიცი ექიმების ხელში.მაგ ინფექციურის მთავარმა ექიმმა ჩვენს პატარა ელენიკოს მამას პირდაპირ მიახალა,რას ელით ამ ბავშვისგან,ვერ ხედავთ რომ ვერ გადარჩებაო?ადექით და ახალი გააკეთეთო!!!!რომ არა თურქი ექიმები,დღეს ელენე არ ეყოლებოდა მის მშობლებს!!!ღმერთმა დაგვიცვას კველა კეთილი ადამიანი ავადმყოფობისაგან და აქაური ექიმებისაგან!!
00:33 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS