20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
ეკა
მე ვარ საზოგადოებისათვის ცნობადი სახე, ვმკურნალობდი ინფექციურ საავადმყოფოში და გაუცებული ვარ ექიმების პროფესიონალიზმით და უდიდესი ყურადღებით. როგორ შეიძლება ექიმების პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა. შეიძლება საავადმყოფოში ევრო-რემონტი არ არის მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი მოწესრიგებულია. კოტე თოლორდავა და მისი ცოლი ინტრიგანები არიან!
15:34 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ნეტა ბევრს ნუ ლაპარაკობტ რაა კიდე ცოტას შვება ეს გოგო.ყველა რო ვჩუმდებით მაგიტომ გვაქვს საქმე კარგად. დიახაც ყველამ უნდა გაიგოს რა ხდება საავადმყოფოებში. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კოტესაც და მის შვილსაც...
12:59 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვალიდა
2013 წელს 4მარტს მძიმე მდგომარეობაში შევიყვანე ყაზბეგის გამზირზე ინფე4ქციურ საავადმუოფოში ჩემი შვილი ზურაბ ცარციძე 31 წლია მას ქონდა ვირუსი წითელა მძიმე ფორმაში მისი სიცოცხლე სასწორზე იდო 6მარტს საკაცით გადაყვანილი იქნა 1 ბოქსიდან რეანიმაციაში მაღალი სიცხეებით ბრონქო პნევმონიით მისმა მკურნალმა ექიმმას მ .უ. განყოფილების გამგე ა.ლ. ექთანმა ქ.ბ. ყბელაფერი ანფგარების გარე შე თავი დადეს მის გადასარჩენად და გადამირჩინეს ერთადერთი შვილი. არ ეძინა მათ გუნდს სამი დღედა ღამე რომ გამოეყვანათ მდგომარეობიდან, და მათ ეს შეძლეს დიდი მადლობა მათ და მთელ მათ გუნდს რომ ასე ზრუნავენ ადამიანების სიცოცხლეზე. 19/III. 20013 ქ ცარციძე.
12:50 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ალიოხას
მაკონტროლებელი ორგანოების მეტი სხვა გზას რომ ვერ ხედავ, იმიტომაც არის ის რაც არის.
11:40 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ფაზ
საზოგადოება ინახავს ექიმს ყველა ქვეყანაში და როგორც ინახავს, ისეთივე მომსახურებას იღებს
11:38 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინა
სამარცხვინოდ იქცევა ექიმების უმეტესობა,ფულზე დახარბებული და უსულგულო ადამიანები (უფრო სწორად არაადამიანები )არიან ,რამდენჯერმე მომიხდა შეხება პირადად ახლობლების გამო და მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი (((((
11:07 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
მეუღლე თუ ცუდად გყავს , იმას მიხედო ის გრჩევნია, ვიდრე კომპიუტერთან იჯდე და საქმები არჩიო.გეტყობა როგორც გყვარს ოჯახი.ალბად არ იცი ბატონებს გაბრაზება რომ არ უყვართ, თორემ ცუდად წაგივათ საქმე. ეს ჩემი რჩევა თორემ გვიან იქნება მე მინახავს გაბრაზებული ბატონები ვერავინ ვეგარ შველის.
10:19 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
მემგონი ნამეტანი მოგდთ
10:14 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ალიოხა
პაციენტისათვის მკურნალობაზე უარის თქმაზე სასჯელი უნდა შემოიღონ, მერე ვნახოთ როგორ დაფაცურდებიან. სად არიან ეს ახვარი მაკონტროლებელი ორგანოები? პირში თერმომეტრი უდევთ ოქროპაციენტისათვის მკურნალობაზე უარის თქმაზე სასჯელი უნდა შემოიღონ, მერე ვნახოთ როგორ დაფაცურდებიან. სად არიან ეს ახვარი მაკონტროლებელი ორგანოები? პირში თერმომეტრი უდევთ ოქროსი?
09:26 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ექიმებს უნდა ჩაუტარდეს ტესტირება და განათლებულები და გირსეულები უნდა დატოვონ დანარჩენი სახლებში.დგეს კველა რო ექიმია!აქ ხო ადამიანის სიცოცხლესთან გვაქ საქმე
08:33 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS