20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
კაკო
სურათიც რომ დაურთავთ თან რომ გული უფრო აუჩუყდეს ადამიანს ამაზე არ კაიფობთ?
17:39 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ან რატომ უნდა მოქცეოდნენ განსაკუთრებულად, ექიმისთვის ყველა ერთია მსახიობიც , ინჟინერიც და უმუშევარიც,
17:38 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ავადმყოფი საწოლშივე... ეგ სრული სიმართლეა, ამ უმადურ ხალხს უნდა ემსახურო თითქმის უფასოდ და მერე კიდევ პრეტენზიები ექიმებთან აქვთ , იმის მაგივრად რომ მთავრობას საავადმყოფოების კეთილმოწყობა მოსთხოვონ , ექიმებზე იწევენ ეს ,,,,,ბი, მანქანის 'კრილოში' ფული არ ენანებათ, წამლის ყიდვა კი არ უნდათ. ექიმებო გამაგრდით!
17:35 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ინფექციური არის ანტისანიტარია მანდ ძაღლებსაც არ შეიყვანდნენ საზგვარგარეთ და ქართველები ადამიანებს კურნავენ სიბინძურეა ეგეთ ადგლს არ უდნა ეწოდოს საავადმყოფო! შერცხვეს ქართველებს ესეთ სიბინძურეში რომ იღებენ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს,მარტო მაგ სიბინძურეში შეეყრებატ ინფექცია და დაავადდებიან !!!
02:05 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
აუფ)) მადლობა არა რაა))) ეს მონური დამოკიდებულება როდემდე გაგრძელდება ამ ქვეყანაში ,,,, სირცხვილია. ჩვენი უთავმოყვარეობა ყველანაირ საზღვრებს სცდება უბრალოდ) რამე რო იყოს ბუზს არ დავისვავთ თავზე, მარა ნახირივით თუ მოგვექცევიან რატომღაც მადლობები უნდა ვიხადოთ )))) სასაცილოა მეტი არაფერი! რაც დრო გადის ვრწმუნდები რო ჯერ კიდევ შუა ღამეა ჩვენს ტვინებში და ქვეყანაში მთლიანად.
01:09 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მე იცით რას ვფიქრობ, ეს ხალხი და კონკრეტულად ეს ოჯახი გაბრაზებული იმ ანტისანიტარიაზე რაც იქ ხდება, იქ მომუშავე ექიმს, რომელსაც თავმოყვაარეობა დაკარგული აქვს ძნელია ალბათ ენდო, მე ავად არ ვყოფილვარ მაგრაამ მანდ ნამყოფი ვარ, არაფერს არ შევხებივარ, იქიდან რომ გამოვედი ეგრევე დასაბანად წავედი,საშინელი შეგრძნება მქონდა, ვიფიქრე რამე არ ავიკიდოთქო, ჯერ რო გამოვედი ბოდიში და ფურთხებით მოვკვდი. სულ რომ ვკვდებოდე მაპატიეთ და იქ მომუშავე ექიმს ვერ ვენდობი, ზუსტადაც მგონია რომ სისუფთავის კონტროლი ექიმის საქმეა,თუ აარაა გამოდის თავისი პაციენტის ჯანმრთელობა ფეხებზე კიდია
20:41 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ვინ არის პასუხისმგებელი ინფექციური საავადმყოფოს სისუფთავეზე, ვინ უნდა აკონტროლოს ის ვისაც სისუფთავის დაცვა ეხება? თუ ვინმემ იცით გთხოვთ მიპასუხოთ, თან ვიცი აქ ბევრი ექიმი იქნება, სხვა საავადმოყოფოებში მომუშავეხდა იქნებ იცოდნენ.
20:32 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კრისტი
სანამ ესეთი უნდობლობა იქნება ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მიმართ ყველაზე კარგად ჩატარებული მკურნალობის მიუხედავადაც კი ვერ განიკურნებით რაიმე ადვილი დაავადებისგანაც კი...
14:28 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ieli
ხალხო ლანძღვას თავი დაანებეთ ყველა სფეროში კარგიც ბევრია და ცუდიც ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული
11:05 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ხალხნო გონს მოეგეთ და დაუფიქრდით რა შეიზლება მოჰყვეს ადამიანების ცილის წამებას. მერწმუნეთ ნებისმიერი ექიმისთვის სრულიად არაფრის მთქმელია პაციენტის სახელი გვარი და სტატუსი, ექიმისთვის ყოველთვის ასე იყო და დღესაც მნიშვნელოვანია პაციენტი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცწორედ ეგ არის ქართველი ხალხის უბედურება რომ საკუთარ თავზე ყველას დიდი წარმოდგენა გვაქვს. ასევე მინდა მივმართო მასმედაის, რატომ არ კეთდება არასდროს კომენტარები და დადებითი შეფასება მადლიერ პაციენტზე. ანუ თვლით, რომ ექიმი კარგს არაფერს აკეთებს, ძალიან ცდებით მეტსაც ვიტყოდი, რომ ექიმი ყველაზე დაუცველი მაგრამ საკუთარ თავთან ყველაზე მართალი პიროვნებაა. ვინც აღნისნულ სტატიას წაიკითხავს თუნდაც საშუალო განათლების პიროვნება, რომელსაც საბაზისო განათლება გააჩნია ისიც კი მიხვდება , თუ რამდენი ალოგიკური არგუმენტია მოყვანილი სტატიაში. ვიდრე დაწერდეთ, დაუფიქრდით, გაანალიზეღთ და სამარცხვინო არგუმენტებს ნუ მოიყვანთ ამ სტატიით ვლინდება არა სამედიცინო პერსონალის სახე არამედ ქართველი ჟურნალისტიკის და იმ ადამინების რომელთაც თავის თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ. მე პირიქით ვიტყოდი მადლობა ყველა ექიმს და განსაკუთრებით ინფექციონისტებს ვისაც ყველახზე რთუ და მძიმე პაციენტებთან უწევთ მოღვაწეობა.
00:15 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS