20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
სანდრო
არავის არ გეწყინოთ მაგრამ, სამედიცინო მომსახურებაში არავის არაფრის გადახდა არ უნდა, სასწრაუ უფასო გინდათ (არსად არ არის უფასო), ეგრე არ არის, მუქთა და კარგი არსად არ არსებობს, მედიცინა არის ქვეყნის ეკონომიკის სახე.... სამედიცინოზე დიდათ არაფერს რომ არ ასწავლიან ახალი ამბავი არ არის, სტიმულიც არ არის, ანდა რა სტიმული უნდა იყოს, როცა არავითარი აზრი არ აქვს პაციენტს კარგს გაუკეთებ თუ ცუდს, მაინც ყველა გაგინებს, არავითარი დაფასება არ აქვს არცერთ ექიმს, ყველას ერთ ქვაბში ხარშავთ, თქვენ სამედიცინო განათლება რა გგონიათ? ერთ წიგნს წაიკითხავ და მორჩა? თუ გინდათ კარგი მედიცინა ფულის გადახდაც უნდა გინდოდეთ, 20 თეთრის გადახდა არ უნდა არავის სასწრაფოზე, დანარჩენზე საუბარიც აღარ მინდა..... ყველა ექიმზე რომ გადადიხართ, იმათაც მოთხოვეთ ვინც არაფერი არ ასწავლა და მერე ლიცენზია მისცა რომ ხალხი ხოცონ.... ადვილია მარტო სისტემის ერთ ნაწილზე ხელის შეწმენდა..... უცხოეთში არსებული ქართველი ექიმები კი არ ჩამოვლენ საქართველოში სამუშაოდ, არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც რომ არავინ არ დაუფასებს, ყველა პაციენტის პატრონი ხომ ექსპერტია მედიცინაში, ხოდა შეიძლება დანაც გაუყარონ ორღობეში ექიმს..... და დიდებში წითელა რომ ძალიან მძიმეთ მიმდინარეობს ახალი ამბავია.... მაგისივე პატორნებს ადრევე რომ ეზრუნათ და აეცრათ ეხლა ფანჩარი არ გაძრვებოდა, და რა პონტია, ის ხომ ცნობილია, ვერ მიხედეს? იმენა ტრაკშიმძრომელი მენტალიტეტი, ანუ მე თუ არ ვარ ცნობილი, ცუდათ გავხდი და მოვკდი მოსული პონიტია ხო?? ჯერ თქვენ თავებში ჩაიხედეთ და მერე აკრიტიკეთ სხვები!!!!
20:38 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მართა
ნიუ ჰოსპიტალის(პსპ)ექიმი კობა კილაძე უნდა ნახოთ და გარწმუნებთ აღარაფერი გაგიკვირდებათ....ეს არის სადისტი უგულო ვაი ექიმი.რომელიც სამედიცინო საზოგადოების სირცხვილია
19:35 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
საშინელი სავადმყოფოა, დედაცჰემი იწვა ერთI წლის წინ მად და იეთი ანტი სანიტარია და უყურადღებობა იყო სისტემა რო დაუდგეს ვიტომ გადასხმას ულეთებდნენ და სინამდვილეში მთელი სისტემა ლოგინში იქცეოდა, მერე რო დამძიმდა და ხელში კინაღამ ჩააკვდათ, ნასილკა მოგვიგდეს თქვენი ავადმყოფი თქვენ თვითონ გადაიყვანეთ რეანიმაციაშიო, სანამ ცხელ ხაზზე არ დავრეკეთ და ვიღაცეები არ ჩავრიეთ მანამდე ყურადღება არ მოგვაქციეს, თან გვიყვიროდნენ
16:38 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
:))
საშინელება ასე როგორ ნდა მოქცნენნ ხალხსს მითუმეყეს კოტეს ს ხომ ცნობილი პროვნება ასეც რომ არ იყოს ექქიმა თავისი მოვალეობა მაინც უნდა შეასრულონ მაგათ თავში აქვთ ავარდნილი ექიმობა და მაგი+ს ბრალია ეგ !!
14:05 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
Mand ra, denime ganyopilrbaa ertertshi vitalia mtavari ekimi piradad me dzalian kmayopili viyavi da danarchen oorshirom biyavi sashinelebaiyoo
22:36 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ნამდვილად ცალიან ცუდი მდგომარეობა მაგ სავადმკოპოში არა მარტო მანდ .მეც მაქვს გამოცდილება საშინელი სიბინცურეა და უკურადგებობაა----------------------------
17:34 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
!!!!!!!
აქ, ვინც მხოლოდ ექიმებს აბრალებს ყველაფერს და არა სახელმწიფოს,სრულიად გამოთაყვანებულია და მათთან კამათს აზრი არა აქვს!!!!
16:20 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მე...
მე 15 წლის წინ ვარ ამ საავადმყოპოში ნამყოპი და ძალიან ცუდად დამამახსოვრდა.ამდენი ახალი საავადმყოპო აშენდა თუ სეიქმნა და ამ საავადმყოპოს არავინ აქცევს ყურადღებას.
15:35 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
გულდასმით თუ წაიკითხავდით ინტერვიუს მიხვდებოდით,რომ არავინ სთხოვდა მათ განსაკუთრებულ მოთხოვნას..განსაკუთრებული მოთხოვნა არაა ჰიგიენის დაცვა,პაციენტის მკურნალობა და თუ არ იციან უნდა შეეძლოთ აგიარება რომ უვიცები არიან!!!
12:46 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაყვალა
მეც მქონდა შეხება იმფექციურ საავადმყოფოსტან და საშინელი მდგომარეობა იყო,სასწრაფოდ დასახურია,ექიმებიც ხელერებენ,საშინელი გულრილობაა
17:14 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS