20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
ნათელა
დალი-მერე ეგ დებილები ვინ შეყარა მაგ საავადმყოფოში?პროფესიონელები უკვე ძალიან 'ბებრები"იყვნენ და გაუშვეს სახლებში,მარტო მანდ კი არა ყველგან ასეთი მდგომარეობაა,შენობები გაუბედურებულები,ვიტომ ახალი აშენებულები კი არ ფუნქციონირებენ ,ზარ ზეიმით რომ ხსნიდა პრეზიდენტი,აი რეალობა
02:18 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
555
აბა ვისი ბრალია, სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება, ექიმებიც გადაამზადოს და ყურადგება მიაქციოს აღჭურვილობას და ყველაფერს!!!!! ეგაა რეფორმები ჩავატარეთო? ნუ ეხარჯათ ბიუჯეტი საგულაოდ ,მშობიარობებში, საჩუქრებში, სტრიპტიზ ბარებში და აგადგენდნენ..,.. მილიონები აქვთ შეჭმული.. ამათ ნახეთ რა
02:05 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
მაგ ინფექციურში ისეთი სიტუაციაა, შეიძლება რამდენიმე ინფექცია ერთად აქეთ აიკიდო. ექიმების ბრალი არაა, შენობაში სიბინძურე, დაბომბილს გავს რომელიც არასოდეს აგდგენილა.
02:01 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
მიშას რას მიახტებით ხოლმე რა მაგის ბრალია იქ რომ დებილები მუშაობენ და არა პროფესიონალები, დანისნულება ვერ მიუციათ ავადმყოფისთვის სწორედ!საავადმყოფო კი არის ლელა,მაგრამ შიგ ვინ მუშაობენ ეგაა საკითხავი.კადრებს როგორც უნდა ისე ცვლის დღევანდელი მთავრობა!
02:00 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ეგაა თქვენი მიშა, ხომ გიშენებდათ საავადმყოფოებს, სადაა აბა საავადმყოფო?:) გამოასწორონ აათმაც ახლასიტუაცია. ზაქი მიშასნაირად ხოარ ნდა მოიქცნენ. კითხე მშვილდაძეს და მთელ შემოქმ ჯგუფს, რატომ არაა კაი პირობებიო, ეგენი არიან მიშას დამცველები :) გიპასუხებენ:_)
01:18 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
საშინელებაა. ისე კი სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები" ჰქვია და არა "ჩვენი ცოლის დაქალები" :D კოტეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!!!
00:14 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS