20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
მაია
ექიმები რომ თვეობით ხელფასებს ვერ იღებენ, ეს ნეგატიურად არ უნდა აისახოს პაციენტზე. თუ ასეა, გააპროტესტეთ შესაბამის უწყებაში ან დატოვეთ სამსახური. ზემორე ფაქტები ანუ უყურადღებობა და ზერელე დამოკიდებულება საქმისადმი უხვადაა ჩვენს ქვეყანაში. სტატიაში საკმარისზე მეტად არის დაუსაბუთებელი რეალური ფაქტები, რაც მძვინვარებს ჩვენს გარშემო
09:25 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
გადავირიე,მანდ დაავადებული ბავშვი რომ მიიყვანო ალბათ უარესი დიაგნოზით გამოგწერენ უკან...აბსოლიტურად ყველა უნდა განთავისუფლდნენ სამსახურიდან ვინც თავის მოვალეობას არ ასრულებს სამსახურში.მით უმეტეს ექიმები
09:12 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაი
სამწუხაროდ ასეთია ყველა ის საავადმყოფო სადაც სადაზგვეო პოლისით მიდიხარ, აბსოლიტური უცოდინარები სხედან ექიმები,გამოცდილებს აგარ აჩერებენ და 20 წლის ბავშვებმა კი არაFერი იციან.ვინ ყავს გამკითხავი?
08:57 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
სამცუხაროდ, კოტე თოლორდავას ოჯახი იმ უმადური პაციენტების რიცხვში აღმოჩნდა, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში. ჟურნალისტები რატომ რ წერენ საავადმყოფოებში რსებული სავალალო მდგომარეობა ვისი ბრალია, ექიმები ენთუზიამძე მუშაობენ, თვეობით ხელფასებს რ იღებენ. და რაც მთავარია, არც ერთ ექიმს რ უნდა ავადმყოფის სიკვდილი და მისთვის მთავარი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტია. ფილტვების ანთება წითელას გართულებაა. რადგან წითელა ბავშვთა ინფექციაა, მოზრდილ ასაკში სრულიად შესაძლებელია მძიმედ მიმდინარეობდეს და ფილტვების ანთებით გართYულდეს. მაგრამ ამას შეგნებული ადამიანი გაიგებს, შეუგნებელი კი ისე მოიქცევა, როგორც ქალბატონი განო მოიქცა. ჟურნალისტებს მოვუწოდებ დაწერონ რეალური სტატიები, ნუ წერენ დაუსაბუთებელ და სკანდალებზე აგებულ სტატიებს. განოს კი ვურჩევ გადაშალოს სამედიცინო ლიტერატურა, ან ინტერნეტში მოიძიოს წითელას შესახებ ინფორმაცია და სახალსოდ მოუხადოს ბოდიში ექიმებს..
08:52 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვივო
საქართველოში ინფექციური დაავადებების ნორმალური სპეციალისტიც კი არ არსებობს. ამას სახელმწიფო ჩარევა ესაჭიროება. თუმცა რატომღაც მიყურისძირავებულია ეს ამბავი
08:42 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შერ
ჩემი დისშვილი გვეწვინა შარშან კუჭნაწლავის ინფექციით და ტარაკნები დარბოდნენ პალარტაში,პროტესტის გამოხატვას კი არ გვპატიობდნენ.მეორე დღეს გამოვაქციეთ ბავშვი.
08:21 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამთა
რამოდენიმე ჭლუს ჭინ ჩემი შვილი მოხვდა ინფექციურში და დაწვენაზე უარი ვთქვი, რადგან საშინელი პირობები აქვთ!
07:28 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
საშინელებაა როცა საავადმყოფოში პრობლემებით შედიხარ და იქ დამატებით გექმნება პრობლემები...
07:22 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შო
მსგავსი ანტისანიტარია, რაც იქ მინახავს ენით აღუწერელია, საპირფარეშოში , პალატებში... ექიმებსაც კი ჭუჭყიანი ხალათები ეცვათ...მაპატიეთ, მაგრამ პირად ჰიგიენას სახელმწიფო ვერ გასწავლით! 40გრადუსი სიცხე მქონდა და ჰოი საოცრებავ!!! ექიმმა ძმრიანი წინდები ჩააცმევინა ! ანალგინი აკრძალულიაო ...მეორე დღეს ვეღარ გავუძელით და საკაცით წამომასვენეს სახლში სადაც სიცოცხლე მაჩუქა ერთმა ნამდვილმა ღვთისნიერმა ექიმმა... დღეს კი ვასკვნი, რომ იქ რომ დავრჩენილიყავი ჩემგან მარტო საფლავი დარჩებოდა იქაური ვაიექიმების ხელში, ან იმ სიბინძურისგან რაც იქ ტრიალებდა... ფსელიანი ტილო და თავიდან ბოლომდე ფეკალიებში ამოთხვრილი ტუალეტებიდან...
03:19 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინე
კარგი შენობა არ ვარგია, მაგრამ ელემენტალური სისუფთავის დაცვა, ხომ შეიძლება? ინფექციური უნდა პრიალებდეს. ეგ არის არავის რომ არ უნდა წესიერად იმუშაოს. ექიმი. რომელიც არასწორად აძლევს წა,ლებს, პასუხისგებაშია მისაცემი. დოტოს მიმიხედეთ!
02:27 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS