20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
სოფო
არ მიკვირს , სანამ ექთანს არ ვუკივლე, მანამდე კურადგება ვერ მივიპკარი თხოვნაზე , ბავშვს 41 ზე აუვიდა სიცზე და დამეხმარეთქო. რამდენი ჩამოვთვალო?
10:43 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქალბატონო ნანუკა რას ქვია უმადური?? იქნებ ახსნათ?? უმადური როგორც მე ვიცი იმ ადამიოანს ქვია ვისაც მართლა თან ყვები და არ დაგინახავს.. რომელი თქვენთაგანი ყვება პაციენტს იქნებ ისიც დაასახელოთ რა :)) 1 კვირა ვიწექი და ექიმი სულ 2 ჯერ იყო შემოსული ჩემთან, იქნებ ამას ეძახით გადაყოლას?? ის 2–3 ექთანი რომელსაც მართლა ადამიანობა გააჩნია და ცდილობდნენ ყურადღების მოქცევას, ეგ ადამიანები რომ არა ალბათ ჩემი ფეხით გადმოვხტებოდი მეორედან, მითუმეტეს სხვას რომ მიუთითებთ ინფორმაცია მოიძეთ წითელაზეო თვენ რა არ იცით რომ ზუსტად ამ წითელას დროს ადამიანი ისეთი ნერვიული ხდება და ისე საჭიროებს ყურადღებას როგორც არცერთი სხვა დაავადების დროს??? დარწმ,უნებული ვარ ერთერთი იმ ექიმი ან ექთანთანაგანი ხარ რომელიც მთელს სართულს ერთად შემოგველანძღა 9 აპრილს დასვენების დღეს , როცა მთელი დღე თავის ოთახში იყო და დილით გასაკეთებელი გადასხმა საღამოს 5 საათზე ჩხუბით და მოთხოვნით გავაკეთებინეთ??
10:37 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამ
ნანუკა - თქვენ ალბათ ერთი-ერთი თანამშროლემი ბრძანდებით ინფექციურიდან, მესმის რომ სასიამოვნო არაა ასეთი სტატიის წაკითხვა თქვენთვის, მაგრამ თავის გასამართლებლად არც ის არგუმენტი გამოდგება რომ ექიმები უხელფასოდ ენთუზიაზმზე მუშაობენ, ეგ თქვენი პრობლემაა და როგორც მოაგვარებთ ეგეც თქვენი საქმე და დაგროვილ ბრაზს პაციენტებზე ნუ ანთხევთ, იმათ ისედაც ჰფოფნით საკუთარი პრობლემა.
10:36 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამ
მარტო ინფექციურში კი არა თბილისის კიდევ ბევრ კლინიკაშია საშინელი სიტუაცია და როდის უნდა მიაქციონ ამას ყურაადღება ნეტავ?! იგივე ხდება რესპუბლიკურში, ალადაშვილის კლინიკაში, ონკოლოგიურში და ბევრგან კიდევ.
10:30 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მეც ვიწექი აპრილში და ზუსტად იგივეს თქმა შემიძია რაც განომ თქვა ამ ინტერვიუთი, სიბინძურე, უყურადღებობა, და ექიმების ზემოდან ყურება, დასვენების დღეებში ექთანს კარებზე ვაკითხავდით პაციენტები მოგვხედეო, ექიმი თუ ისვენებს აი იმ დღეს ხომ საერთოდ ფეხზე კიდიათ ყველაფერი, მთელი დღე ერთხელ არ შეუხედავთ პაციენტების პალატებში.. სულ 2–3 ექთანი იყო მართლა ადამიანი ვინც ყურადღებას გაქცევდა მაგრამ სულ ისინი ხომ არ იქნებოდნენ მორიგეები..
10:25 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
რატომ ლაპარაკობთ ასე უმადურად, ჩემ შვილსაც ქონდა წითელა საკმაოდ გართულებული და ინფექციურში შესანიშნავად უმკურნალეს, მე ძალიან მადლიერი ვარ. ექიმის გვარიც კი მახსოვს-ჯული ოდიშარია, მცოდნე და გულისხმიერი ექიმია. ყველაფერში ცუდს რატომ ეძებთ, კარგის დანახვაც ისწავლეთ ხალხნო!
10:19 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ნანუკა,კი მაგრამ ქალბატონო ყველა ტყუილს წერს?
10:16 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ინოლა
ხალხნო მოდით ხმა ამოვიღოთ ეგ ხო საშინელებაა რაც ინფექციურში ხდება ყველა ამას იძახის და არავინ არავართ ამისგან დაზღვეული არ ვიციტ ვის კარზე როდის დააკაკუნებს.ნუ ჩავიგდებთ ჩვენ და ჩვენი შვილების და შვილიშვილების სიცოცხლეს საფრთხეში.როდემდე უნდა ვიტანდეთ დამცირებას.
09:40 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენა თოლორდავა
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი...
09:36 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კობა
მეც მომიწია ამ საავადმყოფოსთან შეხება. საშინელებაა. განუკითხაობა, უცოდინარობა, სიბინძურე, აგრესია და გულგრილობა – აი, ეს დაგვხვდა იქ. მოვუწოდებ მათ, ვისაც ხელეწიფება მდგომარეობის გამოსწორება, სასწრაფოდ მიხედეთ ინფექციურ საავადმყოფოს, რათა იქ გაბატონებული სიბინძურის გამო, ინფექციის ახალი კერა არ გამოვიწვიოთ დედაქალაქის ცენტრში.
09:25 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS