20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
მარინა
ეტყობა სახელს ამართლებს. იქიდან უფრო მეტ ინფექციას წამოირებ. თუ არ ვცდები, მგონი სახელმწიფოს ეკუტვნის, კერძო არაა და ამიტომაა ასერი სიბინძურე და განუკითხაობა, თუმცა ბევრი კერძო კლინიკაც ვერ დაიკვეხნის კარგ სპეციალისტს.კარგი იქნება, თუ დტოულად მიაქცევენ ყურადღებას.კოტეს და რა თქმა უნდა მისნაირ მდგომარეობაში მყოფს გამოჯანმრტელებას ვუსურვებ. ძალიან კი შემეშინდა, ვის ხელში ვართ?
11:31 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
რატომ არ რეაგირებს ჯანდაცვის სამინისტრო, მე არ მესმის:( ასე სადამდე შეიძლება, მე არ ვიცი. მართლაც ამ ცხოვრებაში თუ რამეა სანატრებელი, ეს ჯანმრთელობაა, რომ ამ ჯალათების ხელში არ მოხვდე. კი, ნამდვილად არ აწყენდათ დიდი აქციის მოწყობა და პროტესტი ექიმების საქმიანობას
11:24 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თან ტეტრეულიც რომ უნდა მიიტანო :D ისეთი ბინძურია ყველაფერი რასც გაცვია და რაცას წაიღებ კიბარ უნდა გარეცხო უნდა გადაყარო და დაწვა,უასშინლესი მდგომარეობაა,ღმერთმა ყვეკლასნ აცილოსნ მაგათტან მოხვედრა
11:21 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თორნიკე
საშინელებაა, ინფექციურში მე ჯერ გული გამიხეთქეს და მერე ძალიან უტაქტოთ მომექცნენ! ამაზე შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შესაბამისი რეაგირება უნდა იქონიონ! და როგროც 17-ში იყო აქცია, ერთი ეგეთი აქცია უნდათ ექიმებსაც! სტომატოლოგმა 'b' ჰეპატიტი ამკიდა. და ერთ-ერთ კლინიკაში კიდევ ოპერაციის წინ ვერ დაადგინეს საერთოდ ’’ბ” ჰეპატიტი მქონდა თუ არა და კანკალით მთხოვეს ბოდიშით შეიძლება კიდევ გიჩხვლიტოთ ნემსი და კიდევ ავიღოთ ხელმეორედ სისხლის ანალიზიო! (პასუხისმგებელი ვარ საკუტარ სიტყვებზე)!
11:21 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
აი ესაა ჩვენი საქართველო,კიდე პრეტენზიები აქვთ ევროპისკენ... არც კი შეგასუნიებენ ლაჩარო ქართველებო
11:21 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მართლაც საშინელი პირობებია,7 თვის ბავშვი მივიყვანე ენტეროვირუსით მივიყვანე,წამლები გადასხმისთვის თავის სისტმით მე მაყიდინეს,თან გამატყავეს დაგამაფრთხილეს დაზღვევას თუ გამოაჩენ ღამე აქ უნდა დარჩეთო,რომელი ჭკუათმყოფელი დედა დატოვებს ბავშვს იმ ანტისანიტარიაში,უარესს აიკიდებ,უსაშინლესი პირობები,სიბინძურე და მექრთამე ექიმები და ექთნები
11:17 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
ნეტა რა გვეშველება. ყველაზე საშინელებაამ, როცა ავად ხარ და გიჭირს და თან ასე გექცევიან. არაფერი ტყული არაა, რასაც წერენ,ქალბატონო ნანუკა, საერთოდ საავადმყოფოში და მითუმეეტეს ინფექციურში მოხვედრისგან ყველა დაგვიცავი, ღმერთო. ექიმების უმრავლესობა დასახვრეტები ხართ. გავიწყდებათ თქვენი უპირველესი მოვალეობა და მხოლოდ ფულზე ფიქრობთ, რა თქმა უნდა, უმაგისოდ ძან ძნელია, მაგრამ სინიდისიც უნდა გააჩნდეს ადამიანს დიპლომთან ერთად, კარგი იქნებოდა
11:14 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თემო
რატომ არ იღებენ ხმას ტელევიზიები? ეს უმსგავსობა არ უნდა მოისპოს? განუკითხაობა სამედიცინო კლინიკენში ხომ ლამის ქართულ ეროვნულ ტრადიციად იქცა....
11:04 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი საშინელი სიტუაცია რაც ინფექციურში ტრიალებს ალბათ თბილისის არც ერთ კლინიკაში არ არის.ექთანს ვერ ვაყენებდი რომ გადასხმის სისტემა შეესწორებინა, მორიგე ექიმი ისე დარბოდა და გვეჩხუბებოდა მე დაბალ ხელფასს მაძლევენო, თითქოს მე დავუნიშნე.მე დღემდე ვნანობ მანდ რომ მივიყვანეთ ჩემი მეუღლე, იქნებ სხვაგან გადაერჩინათ.მერე მინდოდა ვუჩივლებ თქო და გავჩუმდი, მაგრამ ეტყობა ხმა უნდა ამომეღო.ექიმებს აგდებული, უგულო დამოკიდებულება აქვთ პაციენტებთან.სიკვდილსაც გულგრილად უყურებენ .მოკლედ რაც არ უნდა გიჭირდეთ მანდ არ მიხვიდეთ
11:02 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
:(
მეც მოვხდვი ინფექციურში მთელი ოჯახით.. თან ორსულად ვიყავი და იქ რო უყურადღებობა იყო მსგავსი არსად მინახავს.. ზედაც არ გიყურებენ.. დიაგნოზი ვერ გადგვისვეს ისე გამოგვისტუმრეს. მახსოვს მაშინ როგორ ამიშალეს ნერვებიი.. ამ ყველაფერს ანტისანიტარია თან ერთვოდა.. არავის უსურვებ იქ მოხვედრას.
10:56 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS