20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
ზურა
ჯანდაცვის მინისტრმა უნდა გაიგოს ეს ყველაფერი და შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი შეამოწმონ რეგიონებიც პოლიკნინიკები საწყალი მოხუცები შეგეცოდებათ ისეთ დღეში არიან ალოდინებენ დიდხანს ზოგს შაქარი ქვს ზოგს ფეხები სტკივა, ლოდინით იღლებიან და მიდიან სახლებში გორის პოლიკნინიკაში ერთ ერთი ექიმი უბნის საერთოდ არ გვინახავს სულ შვებულებაშია სულ მიზეზები აქვს კი ცვლიან მაგრამ ინახავენ კვალიფიკაცია უნდა შეუმოწმონ ამ ექიმებს მოვალეობების შესრულება დაავიწყდათ ზოგიერთ ექიმს მაინთერესებს ფიცს აღარ დებენ? ასე რომ მიხედეთ ხალხს, მიხედეთ პოლიკნინიკებს რეგიონებშიც თქვენ თავად მიდით როგორჩ პაციენტი და მიხვდებით რა მგომარეობაშია ავადმყოფი ხალხი, ექიმის გამოძახება ბინაზე ფასიანია 15 ლარი ღირს რომ არ ჰქონდეს ეს გადასახადი ავადმუოფს უნდა მოკვდეს??? რამენაირად მივხედოთ ხალხს, დავიღალეთ უკვე ხალხი მიიღეთ ხალხზე მორგებული კანონები და არა თქვენზე. ან ცხელი ხაზი რომელიც ზარს უპასუხებს ვიმეორებ უპასუხებს ზარს, და ავადმყოფის სასიკეთოდ გადაწყდება ყველაფერი. კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ ვინ მიიღებს ყურად? ნუთუ არსებობენ კიდევ ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ ხალხის დახმარება?
12:23 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
გეთანხმები, მაკააე. ნეტა მაგას ინსტიტუს შემოიღებდნენ საავადმყოფოებში
12:12 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ვეხმაურები თუთას კი გეთანხმებით რომ ექიმს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს მაგრამ ეს ხალხის ბრალი არაა მაშ რა ვქნათ?? სადაზღვეო კომპანიები ტყუილად არიან მგონი მარტო ფული უნდათ და თუ პატრონი არ გყავს ჩათვალე რომ გარდაიცვლება ადამიანი, მაგრამ ეს მთავრობის გადასაწყვეტია განუკითხაობაა საავადმყოფოებში კლინიკებში დანახვა არ უნდათ ექიმებს ვისაც პოლისი აქვს ან რაიმე დაზღვევა
12:07 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
Mაკა
Mონიტორინგი დ. Mანდატურები პედაგოგებს კიარა Mაგატ უნდა ედგას თAვზე მერე ვეღAრ გაბედავენ ამ QვეყანაშI ყველაფერი უკუღMაა
12:07 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
რო კითხო რეფორმებს ატარებენ... რეალურად კი მარტო ფულს იღებენ ყველაფერში... მე უკვე არ მაქ საუბარი ექიმების ქცევაზე ყველას მიმართ... ან საიდან პოულობენ ასეთებს... მკურნალობას რაც შეეხება მკიტხაობას გავს ჯერ სანამ დიაგნოს დასვავენ ისიც თუ სცორეთ დასვეს მერე კიდე პაციენტი კი არა "ცურავენ კარგათ" ცალკე აფტიაქი ცალკე ექიმები... გეგონება რთულია ექიმებზე კონტროლის დაწესება... და ყველაზე მთავარი ექიმი პაციენტზე უნდა ფიქრობდეს და არა ფულის კეთებაზე ეს კი იმიტომ ხდება რო სადაზღვეო კომპანიები სათანადათ არ მუშაობენ, ლაითად რო ვთქვათ შეკრულები არიან ექიმებთან... და სუქდებიან სხვის ხარჯზე...
12:04 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კესო
საშინელებაა.ავად გახდომის უნდა გეშინოდეს.მკურნალობის მაგივრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდები.ექიმები კი მაინც ხელებში გიყურებენ.არც შენი დაზღვევა უნდათ და არც პოლისი.
12:00 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
თუთა, ეგ ყველამ აღნიშნა თითქმის აქ. ვინ იკეთებს 50 ლარიან მანიკურ-პედიკურს, მასეთი დამერწმუენთ, ზალიან ცოტაა. მეც არ მაქვს ცუდი სამსახური, მაგრამ ვერ ვსარგებლობ მსგავსი სასიამოვნო პროცედურებით, მინდა გითხრათ, რადგან თვე არ გადის, რაიმე გაუთვალისიწნებელი არ მოხდეს. როცა ექიმტან ვიზიტი 50 ლარია და ანალიზების გაკეთება კიდე ხო საერთოდ, გააჩნია, რას ჩაგიტარებენ, მედიკამენტების ფასებს ნუ იტყვით და რომლე პედიკუ-მანიკურზე და ან სალონებზეა საუბარი და იქაც მიდიხარ, ტანხას იხდი და ასე გექცევიან. თქვენ ეტყობა მაგ სტრუქტურაში ბრძანდებით და თქვენი გადმოსახედიდან მსჯელობთ, მაგრმა თქვენც ხომ ცოტა შემოსავალი გაქვთ, ანუ როგორც აღნიშნეთ, ცოტას გვიხდიანო, ასე უნდა აგამხონ ყველაფერი თავზე საავდმოყოფოებში?
11:47 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
აუცილებლად მიუყვანეთ ვინმე მოხუცი ქალი სოფლიდან,ვინც იცის შელოცვა ბატონებზე,შეიძლება გაგეცინოთ,მაგრამ რაც იცოდნენ ძველებმა,ყველაფერი გამართლებულია,ასე იყო ჩემი ახლობელიც,სანამ შემლოცველი არ მოვუყვანეთ არაფერი ანტიბიოტიკი არ ჭრიდა,ამ შემლოცველმა თან მოიყვანა მამალი,ლოცვების შემდეგ 1 საათში დაბზრიალდა ეს მამალი და მოკვდა,მეორე დღიდან კი უკეთესობა დაეტყოავადმყოფს,გააკეთეთ აუცილებლად,წითელა ბატონებს ჩვენი წინაპრები ყველაზე დიდ ბატონებად თვლიდნენ
11:39 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თუთა
გამარჯობა, არავის დაგბადებიათ აზრად გეკითხათ ავადმყოფის მიერ გადახდილი თანხიდან ექიმის ხელფასზე რამდენი მიდის?,ან გაზულუქებული სადაზღვევოები როგორი "მოწესრიგებულობით" ურიცხავენ თანხებს საავადმყოფოებს? მანიკურ-პედიკურის გაკეთებაში რომ 50 ლარს უსიტყვოდ ვიხდით და ექიმს ოპერაციაშიც რომ ხელფასად 50 ლარი (საუკეთესო შემთხვევაში) ეძლევა... ესეც ჩვენი რეალობაა. გული მტკივა
11:38 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
მეც ეგ გავიფიქრე, მარინა და თქვენც დაწერეთ. მართლაც სახლეს ამართლებს.აქ კიდე თუ რაიმე პრეტენზიას და გულისწუხილს გამოთქვამ, ეგრევე მიშისტს გეძახიან და თან დედაბუდიანად გაკურთხებენ. ასეთების ვერაფერი გავიგე, მე თითონ ვსარგებლობ კორპორატიული დაზღვევით და სულ რაღაც დაახლოებით ერთი წლის წინ, ვიყენებდი ამ დაზღვევას უპრობლემოდ. მედიკამენტებშიც. ახლა კი სულ რამდნეიმე დღის წინ დამჭირდა ოჯახის ექიმი და ვაიმე, დედა, ნეტა სულ არ მივსულიყავი, თავზე მაყრიდა ფურცლებს, ბეჭედს უბრახუნებდა ფურცლებს, წმელბის გამწოერა არ უნდოდა, ვეძალავე რასაც ქვია და იქედან გულგახეთქილი გამოვედი. სახეები ხომ დაყენებული აქვთ, ოღონდ რაიომე არ გამოგიწერონ....და რა შუაშია აქ მიშისტობა და ბიძინისტობა,. საოცარია პირდაპირ. გამაგიჟა ამ ხალხმა
11:37 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS