20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
მანჩო
გამე 12 საათი გახდება თუ არა რომ შეიყუჟებიან საორდინატოროში ერთ გადაცემას არ ტოვებენ და თუ რამე დაგჟირდა მტრისას, სანთლით უნდა ეძებო ექიმიც და ექთანიც
13:36 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
ინსულტიანი დედა საავადმყოფოში რომ მეწვინა, ექთანს ვერ ვაღვიძებდი რომ წნევა გაესინჯა, ბოლოს სახლიდან მოვიტანე აპარატი და ექიმიც მე ვიყავი და ექთანიც, ის კი არადა მეორე ქალბატონი რომ შემოიყვანეს ოთახში, ვაჟი ყავდა ერთი და რა ექნა იმ ბიჭს, მე ვიყავი ორი ავადმყოფის პატრონი, საშინელი განუკითხაობაა ყველგან, საშინელი........
13:34 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
mari
დაასახელეთ საავადმყოფო ანდა ექიმი რომელიც უკეთესად იქცევა. თბილისელმა და არამარტო თბილისელმა ექიმებმა ახლა რაიმე საშინელება თუ არ დაგმართეს მადლობა და ფული იმაში ეკუთვნით. არასწორი წამალი და დანიშნულება ხომ ჩვეულებრივი ამბავია. მარტო ერთი რამ აინტერესებთ ფული. მეტი არაფეტი . მეტი ფული. იმიტომ რომ ყველა საავადმყოფოს მეპქტრონე ფულზეა გა|ღორებული ექიმებს კაპიკებს უხდის და ექიმებიც გაბოროტებულები არიან. მქონია ურთიერთონბა და ვიცი. ექიმებს და ექთნებს რა ხელფასები აქვთ გაიკითხეთ.
13:26 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
მამაჩემი იწვა ინფექციურში და საშინელება იყო, მთელმა ოჯახმა იმხელა სტრესი გადავიტანეთ! საშინლად გვეპყრობოდა ექიმი, რომელსაც წესით უნდა დავემშვიდებინეთ ასეთ მძიმე სიტუაციაში!საშინელი ექთნები და არაკომპეტენტუური ექიმები არიან! საერთოდ დასაწვავია მაქაურობა!!!
13:21 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ავად რომ ხარ, ექიმის გაგონება არ გინდა, ფულზეც აღარაა ლაპარაკი, ისე ღრენენ, გეგონება მათი მოვალე ხარ. რეგიონები ხომ საერთოდ უყურადღებოდ არის მიტოვებული ვიღაც კერძო ორგანიზაციებს დაქვემდებარებულები. მედპერსონალს ხელშეკრულებით წნევის და სიცხის გაზომვა ევალებათ მხოლოდ. მოკვდითო-რა...
13:13 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სალვატორე
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მაგაზე უარესი სიტუაციაა, დაინტერესდით ჟურნალისტებო და გაააშუქეთ ეგ ამბები, სიბინძურეში რო მკურნალობენ პაციენტებს !
13:08 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ესეგი მაინცდამაინც კოტე თოლორდავას უნდა დაემართოს ეგეთი რაღაცა რო გააშუქონ, მე რო მაგ ინფექციურში წვეთოვანი შემიერთეს და სანამ ჰაერის ბუშტები არ წამივიდა ვენაში იქამდე არ შემოიხედა ექთანმა, მაშინ არაფერი, კაცების პალატაში მოხუცი ქალები რო შემოყავდათ შემთხვევით მაშინ არაფერი, ფსიტიან ამყრალებულ ლეიბზე რო გვაწვენდენ ხალხს მაშინ არაფერი, მთავარი ექიმი რომელსაც დილის 9 საათზე უნდა გავეწერე საავადმყოფოდან და იმის გულისთვის რო 9 ზე მორიგეობა მორჩა და გაიპარა უპასუხისმგებლოდ და მომიწია იმ მყრალი საშინელებიდან გამოსვლა 5 საათით გვიან მაშინაც არაფერი!!!!
13:03 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თუთას
ექიმს დაბალი ხელფასი თუ აქვს, ავადმყოფის ბრალია? აღარ უნდა უმკურნალო პაციენტს? თუ ექიმები ადრე თუ გვიან პაციენტები არ ხდებიან?
12:42 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ამინ
მალე დაკეტავენ ინფექციურს საერთოდ აი მაგის გამო არანაირი სისუფთავე მანდ არ არარის, არანაირი ტექნიკა მანდ არ არის, სანაგვედ არის ქცეული იქაურობა ვინც ნამყოფია ეცოდინება კიდეც.
12:39 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
აფთიაქებზე საუბარიც არაა დავით ეგენი ბიზნესს აკეთებენ ფულს შოულობენ ავადმყოფი ხალხის ხარჯზე, შემცირდა ფასები აფთიაქებშიო კაი რა უმნიშვნელო და ისიც იაფასიან წამლებზე, გეშინოდეთ ღმერთის ცოდოა ხალხი შევესწარი აფთიაქში რომ პენსიონერს ფული აკლდა მიდიოდა ტირილით და გოდებით კი ვუყიდეთ მაგრამ რამდენს უყიდი? ხომ გეცოდება ადამიანი? თუ აღარ გვინდა მოხუცები პენსიონერები ? კიდევ ვიმეორებ ხალხს მიხედეთ, საზღვარგარეთს რომ გვინდა დავემსგავსოთ მივბაძოთ დაათვალიერეთ იქ როგორია პატივისცემა მოხუჩების ბინაზე ემსახურებიან სრულიად უფასოდ სახელმწიფო უხდის ხელფასს კარგით რა მარტო ფულის შოვნაა მთავარი?
12:35 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS