20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
კიტკატ
რა დაფინანსება და ხელფასი უნდა იმას, რომ ელემენტარული ჰიგიენის ნორმები დაიცვა. ბინძურები, შარლატანები და მარჩიელები!!!!
14:35 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ექიმების უმრავლესობას (ყველას არ ვგულისხმობ და მათთან ბოდიშს ვიხდი)სახეზე აწერია, "დიდი ჯიბე იმიტომ მაქვს,ფული უნდა ჩააცურო შიგ;აი,მერე მოგხედავ" და ამას უხელფასობით და დაუფინანსებლობით ამართლებენ, გარკვეულწილად ეს სიმართლეა, მაგრამ ექიმი ყასაბი ხომ არაა,ყველაზე ძვირფასი, ადამიანის სიცოცხლე აბარია...მეც ასეთი აღშფოთებული ვიყავი,ე.წ. "ინფექციურის" საშინელი სურათები რომ გადაიშალა ჩემს თვალწინ; ელემენტარული სამედიცინო განათლება თუ არ გაქვს და არ უკარნახე რა გჭირდება,მეტად დაგასნეულებენ;სამწუხაროა,მაგრამ ფაქტი!
14:32 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირა
ამიტომაა ფულით რომ ამტავრაბენ ..ყველას ექიმობა უნდათ უტვინოები არიან ხალხის საშველი არ არის.კოტეს თუ ასე მოექცნენ ჩვენ რას გვიზამენ. ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ
14:23 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
რევერსი
კატასტროფული სიტუაციაა, ექიმების ანაზღაურების შესაბამისი, როცა ექიმის ხელფასი შეიძლება 80 ლარი იყოს, ასეთ ექიმს რთულია მოთხოვო ხარისხი. მთავრობის წილს რაც შეეხება მიხედონ ექიმების ანაზღაურებას და კვალიფიკაციას.
14:21 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ინფექციურ საავადმძოფოში იქეთ დამატებითI ინფექცია რომ არ დამართეს გაგიმართლათ.ორი თვის წინ მეც მხვდა ბედნიერება წილად საკუთარი თვალით დამენახა თუ რა ვითარებაა თემქის ბავშვთა საავადმყოფოში.საავადმყოფო კი არა და ინფექციის ბუდე იყო. ამასთან ერთად სრული განუკითხაობა მიმღებში და ყველაზე თვალსაჩინო კი ის ფაქტი იყო როგორ ევაჭრებოდნენ ექიმები ერთმანეთს ავადმყოფი, უსუსური ბავშვის თანდასწრებით. სამწუხაროდ კამათისა და ხმამაღალი საუბრის გარეშე არც ამ ფაქტს ჩაუვლია. განკურნება კი არა, იქეთ დაგაავადმყოფებენ! პარადოქსია საქართველო!!!
14:06 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
რომელ მთავრობას უნდა დავაბრალოთ ჩვენი უპასუხიმგებლობადა სიზარმაცე?? ექიმი ხომ სულით და მოწოდებიტ უნდა იყო, სწავლა განათლებასთან ერთად!
14:03 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ექიმები თვითონ არიან ინფექციის და ვირუსების გამავრცელებლები.ელემენტარულად ხელს არ გადაიბანენ ისე სინჯავენ პაციენტს.სანიტარული ნორმები ნული აქვთ.
13:57 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
არც ადრე იკლავდნენ თავს და დარწმუნებული ვარ არც ეხლა გამოსწორებულა სიტუაცია სამწუხაროდ ცუდის მეტს ვერ ვიტყვი ინფექციურის პერსონალზე სამწუხაროდ
13:53 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დავითი
მეგონა მხოლოდ ,,არამიანცი,, ამაყობდა ასეთი უყურადღებობით. მე თვითონ ვადექი ავადმყოფს თავზე და შემიძლია დავიფიცო, ჩხუბი რომ არ ამეტეხა, ორი დღე ისე გავიდა, კაციშვილი არ შემოსულა პალატაში (მათ შორის არც მკურნალი ექიმი)!!!! მორიგე ექიმს ვეუბნები, ავადმყოფი ცუდადაა თქო და ეგ მკურნალი ექიმის საქმეაო..გავგიჟდი..კინაღამ დავამტვრიე იქაურობა...
13:50 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი ქეთ
თუ აკვირდებით ადამიანებო, რომ ასეთი უკმაყოფილება ხალხის მხრიდან საავადმყოფოებისა და მედპერსონალის მიმართ ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა? რას დავაბრალოთ? უნიათო იმპოტენტ მთავრობას თუ ვის? როგორ არ ვთქვა, რომ სააკაშვილის დროს ასე თუ ისე ეშინოდათ, რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ექიმს უყურადღებობის გამო ლიცენზია ჩამოართვეს... ეხლა კი საერთოდ სრული განუკითხაობაა... ადამიანებს საცდელი ვირთხებივით გვეპყრობიან ექიმები... ვინ უნდა მოსთხოვოს მათ პასუხი? ვინ? მაინტერესებს...
13:38 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS