20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
ნელი
კი მაგრამ გამაგებინეთ რა ჩემი ბრალია 80 ლარი რომ აქვს ექთანს ხელფასი? მეც 80 ლარი მაქვს და იმასაც ავად რომ ვარ იქ ვხარჯავ, უნდა მომკლას? დღეს ვინც წნევის და სიცხის გაზომვა იცის ყველა ექთანია, მეც შევითავსებ მეორე სამსახურს მაშინ და ექთნად დავიწყებ მუშაობას, მეტი არაც არაფერი ეხებათ მაგათ,ჩვენც გვყავს დამლაგებელი სამსახურში მაგრამ რა ვქნა იმის გაკეთებული არაფერი მომწონს და მე თვითონ ვალაგებ დილით ხოლმე
15:19 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
ექიმმა ისეთ საავადმყოფოში არ უნდა იმუშაოს სადაც თავის მორჩენილ პაციენტ იიქაური ანტისანიტარია მოკლავს
15:07 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
dzalian gtxovt mitxarit romel infeqciurzea saubariii?1 chiqovanis quchaze romelic aris??
15:06 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ინფექციურში რომ სანაგვეა რად უნდა ამას კამათი, ვინც ერთხელმ მაინც ყოფილა იქ კარგად იცის. კოტეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
15:01 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ბატონო ვალერი, ჟურნალისტის სტატია რათ მინდა, თავად თუ მაინც ერთხელ მოხვედრილხართ იქ? ეტყობა არა თორე, ფეხებზე კიდიხარ ყველა ექიმს და ყველა გატყუებს, ღამე კიდე ტარაკანა რომ ამოგახოხდება ლოგინში მერე ნახე
14:57 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსა
იმფექციური 17 ცლის ცინ რაგა იქნებოდა ,,,გარმოიდგინეტ პატარა მომიკლეს არასცორი მკურნალობიტ
14:55 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვალერი
შაშინელებაა თუ ეს მოთხრობა სიმართლეს შეესაბამება,ჩემი აზრიტ ეს არის ერთი ლამაზად დაწერილი მოთხრობა სადაც დამნაშავე ვერ იკვეთება...იმისათვის რომ ეს წინასწარ დაგეგმილი მძაფრსიუჟეტიანი მოთხრობა დამტკიცდეს არის თუ არა სიმართლე ამისათვის არსებობს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და არა ვიღაცა შარაგზის ჟურნალისტი რომელიც მზადაა სახელის მოხვეჭის მიზნით ყველანაირად შებღალოს ექიმების რეპუტაცია.გრცხვენოდეთ ამ კომენტარების გამკეთებელ საზოგადოებასაც,ათასნაირ სიბინძურეს წერთ ექიმებზე და თან ეთმანეთს აგულიანებთ ვინ უფრო ხარისხიანად მოახერხებთ ჩვენ ლანძღვას.ის რომ სუპრასტინი არაა სავადმყოფოში ექიმის ბრალია? ის რომ სიბინძურეა ექიმის ბრალია? ან არასწორად დანიშნული ანტიბიოტიკი რას ნიშნავს ეს ვერ გავიგე?გყოფნით თავხედობა და ახლა დანიშნულების დაწერასაც ასწავლით ექიმებს? ერთი რამ იცოდეთ ყველამ!!! ყველა ექიმი არის დაქირავებული და ეს პრობლემები და უკმაყოფილებები ექიმს კი არა?! დამქირავებელს უნდა წაუყენოთ მომავალში,ჩვენ ჩვენ და წილად ისიც გვყოფნის რომ დღედაღამ ვშრომობთ ენთუზიაზმით და არაფრის ფასად...პირადად ჩემთვის ყველაზე მეტი სასიხარულო განცდა გადარჩენილი ადამიანის მადლიერი თვალებია,ასე რომ როდესაც მომავალში ასეთ საშინელებებს დაწერთ გაითვალისწინეთ ისიც რომ ჩვენი მეცნიერება ზუსტია,ცვალებადი-არაპროგნოზირებადი,რომელიც არაა დაყრდნობილი ინტრიგებზე და ლანძღვა გინებაზე.გრცხვენოდეთ ყველას,დავიჯერო სანათესაოში ან საახლობლოში ერთი ადამიანიც არ გყავთ ექიმის მადლიერი? დავიჯერო არცერთხელ არცერთმა ექიმმა თქვენი ქვა გული ვერ მოალბო და ვერ მოიმადლიერა? გრცხვენოდეთ...
14:52 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ბაბუს გვიკლავენ! გამოიყვანეთ მაქედან, ერთხელ მეც კინაღამ გამაფშეკინეს ფეხები, კიდე კაი დროზე წამოვედი
14:50 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
მართალი ხარ ქეთი, მე თუ მკითხავ როგორი ექიმებიც არიან ისეთივე ანაზღაურება აქვთ, ჯერ ერთი არაფერი არ იციან,რომელ სისუფთავეზეა ლაპარაკი როცა იმასაც ვერ დაგიდგენენ რა გჭირს და რა მოგარჩენს, აქეთ აგკიდებენ და გაგიჩენენ რამეს. რაც მთავარია ვერ ხვდებიან რომ მაგათი ერთი შეცდომის გულისთვის ადამიანი იღუპება,ადამიანის სიკვდილს ისე უყურებენ როგორც ბუზისას.
14:46 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეს,სიამრთლეა.თითქმის ყველა კლინიკაში ასეთი გულის ამრევი მდგომარეობაა.ანტისანიტარია აღარავის ურკვის.სავალალო კი ის არის,რომ უვიცი, არაკომპეტენტური და მექრთამე ექიმებით და ექთნებით არის სავსე საქართველო.და ეს ეხება 80 %-ს სამედიცინო პერსონალისა.ვფიქრობ,რომ ციხე ჯიბისქურდებით კი არა ასეთი საძაგელი ექიმებით უნდა იყოს სავსე.
14:43 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS