20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
ინგა
ვუერთდები თქვენს სტატიას ;-იანვრის თვეში ჩემს შვილს დაემართა გრიპი.სასწრაფომ გადაწყვიტა მისი ინფექციურში გადაყვანა 41.5 სიცხით შევედით ინფექციურში და ...დაიწყო ჩვენი წვალებაც ანალიზი რომ გაუკეთეს -5 წუთში გამოდის ლაბორანტი და შეშფოთებული სახით გვეუბნება:"იცით ქალბატონო თქვნს შვილს შაქარი აქვ"-სო? თან ავადმყოფის თანდასწრებით .კინაღამ ინფარქტი მივიღე,შემდეგ შეგვიყვანეს განყოფ-ში იქ რაც დაგვხვდა ეს იყო მოულოდნელი იყო;---ერთადერთი გაგვიმართლა იმაში რომ პერსონალი იყო მართლა კარგი..მოკლედ ყველაფერი სახლიდან მივიტანეთ 3 დღე დავყავით: როგორც კი უკეთესობა დაეტყო ბავშვს ეგრევე გამოვეწერეთ-იმის შიშით იქ ანტისანიტარიაში უარესი ვირუსი არ შეხვედროდა ბავშვს მოკლედ საშინელება ხდება ინფექციურში;ღმერთის წყალობით შაქარი არ დაუდგინდა ბავშვს ;კოტეს და მის შვილს გამოჯანმრთელობას ვუსურვებ იქნებ ამ სტატიებით რამე ეშველოს ინფექციურს
16:36 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
რა დიტოში ჩარჩაო,ჩვენ რაღაში ჩავრჩით მაშინ?! საღოლ! მე ის მიკვირს საკუთარ ჯანმრთელობას რომ არ უფრთიხლდებით, არაფერი გემართებათ დავიჯერო თუ უკვე იმუნიტეტი გაქვთ გამომუშავებული,დედამ შვილი მანდ როგორ უნდა გააჩეროს, ანტისანიტარიაზე გულგახეთქილი და შეწუხებული ექიმი უარეს გიმატებს, ისე მელაპარაკებოდნენ მანდ მომუშავეები ვითომ მაგათი ვალი მქონდა,ხელმძღვანელობას პაციენტმა კი არ უნდა მიმართოს, რომელიც კვდება, არამედ თანამშრომლებმა, რომლებიც მანდ მუშაობს. ის რომ სხვა რამე გჭირს და სხვა რამეს გინიშნავენ უცოდინრობის კი არა გულგრილობის ბრალია, უცოდინრობას არავის გაბრალებთ!
16:33 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ფოთის საავადმყოფოშიც ეგრეა, იქ მორჩენის ნაცვად კიდევ უფრო დაგაავადებენ და ისე გამოგიშვებენ
16:24 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
და ასეთი მდგომარეობაა ძალიან ბევრ საავადმყოფოში,ვფქირობ ამ საკითხზე სერიოზულად უნდა იფიქროს შესაბამისმა სამინისტრომ
16:22 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
ინფექციურში მართლა საშინელება ხდება.კმაყოპილი მხოლოდ ის გამოვა იქიდან,ვინც სახლშიც სიბინძურეში ზის და სისუფთავე რაა გონზე არაა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
16:08 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანაბანა
ინფენქციური საავადმყოფო ადრეც ითვლებოდა ანტი სანიტარიის ბუდეტ და გამოირჩეოდა ექიმების გლგრილობიტ,მე თავად ექიმი ვიყავი საქართველოში და ვიცი რასაც ვამბობ,ჯერ კიდევ 198 წელს ცჰემს ბავშვს ფაგარატი დაემართა წაღვერსჰი და სასწრაფოდ დავაწვინეთ ინფექციურში,3 დგის მანზილზე ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა,ტელეფონიტ დავუკავშირდი იმ დროისთვის ზალიან ცნობილ ბავშვტა ექიმს ბატონ რეზო ლაბაძეს,დიდებულ პიროვნებას და სასწრაფოდ წამოიყვანე ბავშვი მაქედანო,ლამის დიზენტერია დამართეს ბავშვს,იმის მოყოლას აღარ შევუდგები ,თუ რა გადავიტანეთ მე და პატარამ,მაგრამ დგესაც ჩემი შვილი 28 წლის არის და კოშმარად მახსოვს ეს ყველაფერი,ამიტომ სრულებით არ მეპარება ეჭვი ამ სტატიაზე და ამაზე ყველამ უნდა აიმაგლოთ ხმა და იფიქროთ იმაზე,რომ ხვალ თქვენიანის რიგი მოვა,(ჯვარი ეწეროს ყველას)....
15:55 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
სირცხვილია ხალხო, იმედს ვიტოვებ ეს აღშფოთება წითელას ბრალია, თორემ იკითხეთ რამდენი მადლიერი პაციენტი ტოვებს კლინიკას, რამდენი იუმედოდ შემოყვანილი ადამიანი გაწერილა გამოჯანმრთელებული, მადლობა ღმერთს რომ არსებობ ქალაქში ასეთი საავადმყოფო სადაც არ დიაგნოზის დასმა უჭირთ და არც დანიშნულება. კოტე კარგი ,,დიტოში" ჩარჩა, მეუღლეს რა ჭირს, მასაც წითელა ემართება ალბათ...ჰო, მართლა ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი რექტალურად არასდროს გამოიყენოთ, საშიშია!
15:45 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თომა ჩემო კარგო ალბატ შენ არ შეგხებია ის საშინელება რაც ინფექციურში ხდება.
15:43 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვალერი
ქალბატონო მარინა,მე ნათლად დავწერე ჩემი პოზიცია და გასაგები ქართულინ ენით...თქვენ და ყველამ ეს რაც აქ ასახულია პრობლემები ტარაკანების ჩათვლით,ექიმის ბრალი კი არაა! ადმინისტრაციის ბრალია,ვისაც ეკუთვნის ეგ ინფექციური,სწორად გამიგეთ,როგორ ფიქრობთ ექიმს მოსწონს მაგ ანტისანიტარიაში მუშაობა? მე მაგალითად აქ მოყვანილი ფაქტები კი არ მიკვირს? ჩემთვის ეს ნაცნობია ყველაფერი,უბრალოდ არაა მიზანშეწონილი ასეთი ენთუზიზმით ლანძღო ექიმი!!! ჩემი ექიმობის მანძილზე ჩემთვის პაციენტს ჯერ შეურაცხყოფა არ მოუყენებია ჩემთვის,არათუ შეურაცხყოფა,გაოგნებული დავრჩი როდესაც ღმერთს მე და ჩემ ოჯახს ავედრებდა ეკლესიაში და ლოცულობდა ჩემი ოჯახისათვის...დღეს კი რა? ვუყურებ და თვალებს არ ვუჯერებ აქ როგორ ვილანძღები.ეს უსამართლობაა.
15:33 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თომა
ხალხნო არა გრცხვენიატ რა დხესჰი ხართ,ნუთუ ამი მერე აგარ მიხვალტ ექიმტან
15:30 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS