20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
ლი ლი
მარტალია,მარტო მტავრობას არ უნდა სჰევაცჰერდეტ,ტვიტონაც უნდა გავანზრიოტ ხელი,მაგრამ-ექიმები ტავს არიან გასულები და მტლად უგულოები გახდნენ.საკმაო ანაზგაურება აქვტ მაგატ,რომ ავადმყოფს ნორმალურად მაინც დაელაპარაკონ.მაგრამ სხვისი ტკივილი მატტვისსსსსსსსსსსს..............
12:12 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
სანამ სახელმწიფო არ იზრუნებს ღირსეული ხელფასი და სამუშაო პირობები შეუქმნას ექიმებს, მანამ გაგრძელდება ასე. ყველა დამეთანხმებით, ექიმი რომ გახდეს, ახალგაზრდებს ყველაზე დიდხანს და რთული სწავლა უწევთ და სირთულისა და ძვირი გადასახადის გამო, ისინი უკვე თავს არიდებენ ამ პროფესიის არჩევას. გერმანიაში მაგალითად, ექიმების მწვავე დეფიციტია და სხვა ქვეყნებიდან ითხოვენ კადრს. ჩვენთან არანაირი დაინტერესება აღარ აქვს ექიმს, რომ კარგად იმუშაოს, როცა ყველა საჯარო სამსახურში იმატებს ხელფასი, ექიმის ანაზღაურება კვლავ სასაცილო რჩება. როგორ შეიძლება ქირურგს 5000 ლარიან ოპერაციაში 40 ლარი გადაუხადო. გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები საკუთარი ნერვებისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ზრუნავენ სხვის სიცოცხლეზე, ამიტომ, სანამ პრეტენზიას წავუყენებთ, ისიც ვიკითხოთ რა უჭირთ და ულხინთ.
12:08 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
არაფერი მიკვირს!!! ჩვენს ძვირფას ქვეყანაში უფრო უარესიც ხდება! 10 დღის წინ ღუდუშაურში მიიყვანეს დამტვრეული ქალბატონი დასავლეთიდან. სხვათაშორის სასწრაფოთი. თითქმის ყველა ძვალი დამტვრეული აქვს. იქ კი ზედაც არ შეხედეს და არაფერი გაუკეთეს. ღამითაც ალბათ გარეთ გააგდებდნენ, მაგრამ მადლობა ერთ ახალგაზრდა ექიმს (თურმე არსებობენ) და ღამე თავის განყოფილებაში გაათევინა, აუტანელი ტკივილებით. მეორე დღეს კი ეს დამტვრეული ქალი, რომლის გადაადგილებაც არ შეიძლებოდა, დასავლეთში დაბრუნდა. რა ტკივილები გადაიტანა მხოლოდ მან იცის. აი ასეთია ჩვენი კარგიიიი ექიმები. აქ ფულზე არ იყო საქმე, ფული საკმაოდ აქვთ.ვაი ჩვენი ცოდვა!!
14:44 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
არავითარი მათავრობა ვერავის ვერ უშველის თუ ხალხს თვითონ არ გაუჩნდა რამის კეთების შნო და მარტო პოლიტიკას თუ არ შეეშვებიან, ყველაფერი პოლიტიზირებული ან გაეკლესიებულია, ქვეყანაში არაფერი ინტელექტუალური არ იქმენბა, არავის არაფრის კეთება არ უნდა, მხოლოდ მთავრობის ხელში ყურება და სახლში ჯდომა, ასე არცერთი ქვეყანა არ აშენებულია
14:19 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
LIAKO
RODESME QVEYANAS DAVEMSGAVSEBIT? ADAMIANEBAD RODESME THAGVTVLIAN? RAMTAVROBA UNDA MOVIDES ROM XALXSE IZRUNOS? SUL DABOYMILEBI KVELAZE DAKVELAFERZE RODAMDE UNDA VIYVET? AMDEN KITXVAZE PASUXS VINME GAMZEMS? METI ARAA THEMI MTERI.....
01:54 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nu nu
მედიცინის მუშაკების დამცირების, აბუჩად აგდების არაერთი ფაქტია... მაგ.ერთერთი: ონკო პაციენტის 20 სეანსიანი რადიაციული მკურნალობა ღირს 960 ლარი, აქედან ექიმი ღებულობს 78 ლარს, ექთანი 40 ლარს,(ესეც მესამე თვეა არ მიუRიათ) დანარჩენს "მონათმფლობელი". რა კარგია არა? რადიაციას ღებულობენ ექიმი და ექთანი, ფულს
22:55 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nu nu
მედიცინის მუშაკების დამცირების, აბუჩად აგდების არაერთი ფაქტია... მაგ.ერთერთი: ონკო პაციენტის 20 სეანსიანი რადიაციული მკურნალობა ღირს 960 ლარი, აქედან ექიმი ღებულობს 78 ლარს, ექთანი 40 ლარს,(ესეც მესამე თვეა არ მიუRიათ) დანარჩენს "მონათმფლობელი". რა კარგია არა? რადიაციას ღებულობენ ექიმი და ექთანი, ფულს
22:52 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმ... ნწ....-ს
ნუ გადაირევით, ექიმს ძალიან ბევრი მოვალეობა აქვს შეთავსებული, ნებითაც და იძულებით. ექიმი ერთადერთი სპეციალობის ადამიანი გახდა საქართველოში, რომელიც უფასოდ მუშაობს და მაინც თვითონ არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და ყველას წინაშე. თქვენ ფიქრობთ ფულს ექიმს უხდით? თქვენ ექიმისგან დახმარებას ითხოვთ? არა , თქვენ მომსახურებას ითხოვთ. პირობებს პაციენტს ექიმი არ უქმნის! ექიმსაც და პაციენტსაც პირობებს ბიზნესმენი-მენეჯერი-მონათმფლობელი უნდა უქმნიდეს, ამას კი მთავრობა უნდა აკონტროლებდეს.მაგრამ მთავრობა და "მენეჯერი-მონათმფლობელები ძალიან შეხმატკბილებული არიან. პაციენტის თანხები მათ ჯიბეებში ილექება, ხოლო ექიმს პაციენტს მიუგდებენ საჯიჯგნად, როგორც ძვალს - ძაღლს. ექიმი კი ჯადოქარი არ არის, რომ შეულოცოს და ყველაფერი კარგად იქნეს. რომ შეეძლოს ამასაც იზამდა.
16:33 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმ... ნწ....
გადაირევა კაცი.... ექიმი რომ დაივიწყებს საკუთარ მოვალეობას, უარს რომ იტყვის, ავადმყოფს დაეხმაროს, აქ რა შუაშია ან სტატია, ან ინფექციური და ან კიდევ სახელმწიფო?!> _ ხალხი რა მასადაა ქცეული უკვე სახელს ვერ ვარქმევ..ადამიანური სახე დავკარგეთ!!!!!! ღმეთო მოგვხედე, გადაშენების პირას ვართ!!!!
13:49 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nu nu
ნამდვილად ვერ გამიგია რა გიკვირთ? ამ ქვეყანაში არავინაა დაცული, მაგრამ მათ შორის ყველაზე დაუცველი, ყველასთვის ენის შესახოცი, ყველასთვის ვირის მუშა, ყველასთვის განტევების ვაცი, ეგრეთწოდებული ბიზნესმენებისათვის, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების მესაკუთრეებს წარმოადგენენ - იაფი მუშახელი - ფულის შოვნის წყარო. ამ ქვეყანაში ტვინი არაფერი არ ღირს! უსინდისო და გარეწარმა მაქინაციებით ფული იშოვა , ბიზნესმენი დაერქვა. მთელ მსოფლიოში ტვინი ფული ღირს, რაც უფრო ჭკვიანია მეტი, მაგრამ ჩვენთან არაფერი არ ღირს, თანაც ეს ჩ...ი უცებ გეტყვიან, თუ არ მოგწონს წადი, ხოდა უმრავლეს შემთხვევაში რჩებიან მაამებლები, გაურკვეველი ცოდნის ხალხი, "ბიზნესმენ-მონათმფლობელს" აწყობს, მთავარია ფული მისდიოდეს, თუ რაღაცა ექიმი იქნება დამნაშავე. აჭარაში 1 წლის ბავშვი მოკვდა შიმშილითო და ექიმს სერტიფიკატი შეუჩერეს, რატომ? რატომ სოციალურ სამსახურებს არაფერი უთხრეს? რატომ მშობლებს არაფერი უთხრეს? თუ ბავშვი შიმშილით მოკვდა, მშობლები რატომ არ დაიხოცნენ შიმშილით? ყველას უფლებები უნდა იყოს ამ ქვეყანაში დაცული - უმცირესობის, უმრავლესობის, მაგრამ ექიმებს უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, მისგამ მხოლოდ უნდა მოითხოვდე, ესაა პოლიტიკა? ექიმს არ უნდა ჰყავდეს ოჯახი, შვილები, არ უნდა ჭამდეს, არ უნდა სვამდეს, არა მარტო თვითონ, ოჯახის წევრებიც. ეს კიდევ ცოტაა რაც დავწერე, ხოდა ყველაფერი ამის შემდეგ რას მოითხოვთ ექიმებისაგან, საოცარია. თუ ასე გაგრძელდება, მიიღებთ უარესს
23:08 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS