12 აპრილი, 2018
„იმედი“ ნომერ 1-ლი არხია და მას არაფრის დამტკიცება არ სჭირდება" - ბახუტა ეთერში იუმორისტული გადაცემით ბრუნდება
მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი დღეს საღამოს მაყურებლის წინაშე ახალი გადაცემით წარსდგება. „ღამის შოუ ბახუტასთან“ ერთად, ასე ჰქვია იუმორისტულ გადაცემას, რომელიც „იმედის“ ეთერში ყოველ ხუთშაბათს გავა. გადაცემის პრომო ეთერში უკვე გავიდა. ბახუტა და პროექტის შემქმნელები მაყურებელს ჯანმრთელ იუმორს სთავაზობენ. უფრო დეტალურად გადაცემის შესახებ „რეიტინგს“ პროდუსერი გიორგი ხაბურზანია ესაუბრა.

- „ღამის შოუ ბახუტასთან ერთად“ დღეს გავა ეთერში. აქამდე საქართველოში იუმორისტული შოუს გაკეთების არა ერთი მცდელობა იყო, მაგრამ დიდი წარმატება არ ჰქონია, რადგან „იმედი“ გახდა ნომერ 1-ლი არხი, საჭირო
გახდა ღამის შოუს ტიპის გადაცემის გაკეთება, სადაც იქნებოდა მონოლოგი, ხუმრობა აქტუალურ თემებზე... შეცდომა რომ არ დაგვეშვა, საქართველოში ჩამოვიყვანეთ ამერიკელი პროდუსერები, ვისაც არა ერთი წარმატებული იუმორისტული შოუ აქვს გაკეთებული, ჩაგვიტარეს მასტერ-კლასი და სისტემა აგვაწყობინეს.

- რატომ შეარჩიეთ ბახუტა?

- ჩვენ ვაწარმოეთ კვლევები, ის ყველაზე დიდი სიმპატიით სარგებლობს, „ნიჭიერის“ ჟიურიშიც დადებითად მიიღო ხალხმა, ამერიკელ პროდუსერებსაც ბახუტა მოეწონათ ყველაზე მეტად და ამიტომ იქნება ის ამ გადაცემის წამყვანი. ჩვენს მონოლოგში სწორებას გავაკეთებთ არა კონკრეტულ პარტიაზე, უბრალოდ შევეცდებით რიგითი ქართველის კუთხით, იუმორისტულად დავინახოთ, რაც ხდება. მსოფლიოში აპრობრიებულია, რომ ხალხს მოსწონს ხარისხიანი პროდუქცია. პროფესიონალის მიერ გაკეთებულ, სწორად დახარჯულ შრომას აუცილებლად მოყვება შედეგი.

- გაუწევთ კონკურენციას „ვანოს შოუს“?

- ჩვენი მიზანია, მაყურებლის მოთხოვნას და გამოწვევას ვუპასუხოთ. „იმედი“ ნომერ 1-ლი არხია და მას არაფრის დამტკიცება არ სჭირდება.

გიორგი ბახუტაშვილი: ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, დღეს მქონდა პირველი ჩაწერა და ცოტა ვინერვიულე, ამავე დროს გავერთე კიდეც და იმედია, ეს განწყობა გადავა ეკრანზე. აუდიტორიას ძალიან მოეწონა და ვნახოთ, რა გამოვა.

- გაუწევთ კონკურენციას „ვანოს შოუს“?

- ჩვენ ქართულ შოუებზე სწორება არ გვაქვს. თითქმის ყველა წამყვანი, იუმორისტული შოუს პროდუსერი გვყავდა ჩამოყვანილი ამერიკიდან, მასთან გავიარეთ ყველა დეტალი, როგორ დავდოთ ხარისხიანი გადაცემა და ვნახოთ, რა იქნება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
@@@
ვაი ხაბურზანია რა აფერისტი ხარ სანამ რუსთავი 2ში იყავი ის იყო ნომერ პირველი არხი და ეხლა იმედზე რომ გადახვედი იმედია ნომერ პირველი?შენ დაგყვება ალბათ რეიტინგი . რუსთავი ორის ნიჭიერამდე იმედის ნიჭიერს ძაან ბევრი უკლია როგორც ბახუტას თავისი შოუთი გინდ ამერიკდან ჩამოიყვანეთ ხალხი და გინდ მარსიდან. და მეორე კიდე თუ ვანოს შოუს არ უწევთ კონკურენციას ახალი მოგეფიქრებინათ რამე მსგავსი შოუ ჰქონდა გოგიჩაიშვილს,რამიშვილს,ტატიშვილს,ბეროშვილს მაგრამ დიდხანს არც ერთს არ უარსებია არცერთ იმედის არხზე და იქაც მასე ჩამოგყავდათ ხალხი პროექტის ასაწყობად...იმედი არის ბიძინას ფულიანი არხი და არა რეიტინგული. ერთი ობოლაძემ ააყვავა იმედი და ეხლა ხაბურძანია და ბახუტა ააყვავებენ რუსთავი ორზე გაპოპულარულებული ხალხი სხვაგან ვერ გაშლის ბოლომდე ფრთებს ისე როგირც რუსთვზე შლიდნენ თქვენ მუშაობას ყოველთვის ეტყობა შეზღუდვა
19:14 / 15-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ინგა
აუდიტორიას გააჩნია. ამით ნუ განსაზღვრავთ. ზოგიერთები ისეთ რამეზე კვდებიან სიცილით, რომ...
18:02 / 15-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ოლიფანტე
ხუმრობთ? ვანოს შოუს დონეს ვინ მისწვდება?! და საერთოდაც, რუსთავი2 კრეატიულობა ხომ უსაზღვროა. აი გუშინ ნოდარიკო მელაძე, რომელიც იმიტატორივით ბაძავს გაბუნიას, „კურიერის" დროს, სამუშაო მაგიდაზე ლამის წამოუწვა თამარ ბაღაშვილს. ამ უკიდეგანო ფანტაზიამ ისე დამშოკა, რომ დავრჩი ასე გაღიმებული. შემომილაწუნეთ!
17:59 / 15-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS