29 იანვარი, 2014
კიდევაც დათხოვდებიან - ანუ ახალ საფეხურზე ნახმარი ფეხსაცმლით!
თუმცა ამ ვერსიას ერთ-ერთი ფოტო ამყარებს - ასაკიანი გათხოვილი ქალი, რომელიც ასევე ეწაფება "უჩვეულო სასმისს ქორწინებასთან დაკავშირებით უამრავი ტრადიცია არსებობს - პატარძლის თაიგულის დაჭერა (ოღონდ კონკურენტს ცხვირ-პირი თუ არ დაამტვრიე არ ითვლება), ჯვარნაწერ ბეჭედთან დაკავშირებული სპირიტული სეანსები, ნეფე-პატარძლის მიერ დამტვრეული თეფშის ნატეხების ბალიშის ქვეშ, საიმედოდ მოთავსება - მოკლედ, რა აღარ არსებობს, სულო და გულო, მაგრამ...

მაგრამ საქართველოში ქალწულ ქალიშვილებს იმდენად სწყურიათ გათხოვება (თუნდაც თავად არ იყვნენ "დღის გმირები"), რომ წყურვილის მოკვლის ახალ ხერხს მიაგნეს - პატარძლის
ფეხსაცმლიდან განსხვავებულის დალევა! "დათხოვება" გარანტირებულია.

ფოტოები, რომლებიც სტატიას აქვს დართული, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დღეს გავრცელდა. (ცალკე თემაა ფოტოგრაფმა საერთოდ უნდა გამოქვეყნოს თუ არა მსგავსი ფოტოები საჯაროდ).

ქართველი ქალწულები განვითარდნენ - ისინი ახალ საფეხურზე ავიდნენ! ნახმარი ფეხსაცმლით!

ვიღაც ალბათ იტყვის, რომ პატარძლის ფეხსაცმლიდან დალევა, მისადმი პატივისცემის გამოხატვაა, მაგრამ ალბათ უჩემოდაც იცით, სხეულის რამდენად ბინძური ნაწილია ფეხი...

ან საერთოდ, რატომ უნდა ნიშნავდეს ფეხსაცმელიდან დალევა პატივისცემას? (თუმცა ამ ვერსიას ერთ-ერთი ფოტო ამყარებს - ასაკიანი გათხოვილი ქალი, რომელიც ასევე ეწაფება "უჩვეულო სასმისს").

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
...
გამოყენებული პრეზერვატივით ყოფილა 100 პროცენტიანი ერთ კვირაში, არ გჯერათ? აბა, სცადეთ...
23:24 / 22-01-2019
გამოხმაურება / 0 /
სსს
გურიაში იციან ქალის ფეხსაცმლით დალევა, როგორც განსხვავებული, ალბათ აქაც ეს სიტუაციაა
12:11 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათი
ფოტოგრაფებო არის რაღააცეები რაც არ უნდა გადაიღოთ! ... აი ამ ქალს კიდევ ჭკუა არ აქვს თავში:/
10:42 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
რეგვენის მეტი ვინ იზამს ამ საზიზღრობას.
04:35 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS