11 აპრილი, 2018
რას ყვება გოგო, რომელსაც გუშინ ვეძისში ესროლეს
ვეძისში მომხდარი ინციდენტისას ერთ-ერთი მსუბუქად დაჭრილი ქეთი ენძელაძე აცხადებს, რომ ტყვიებს მანქანაში დამალვით გადაურჩა.

"დაიწერა, რომ გოგოს გამო მოხდა, მაგრამ შელაპარაკება არ მომხდარა. უბრალოდ ვისხედით ეზოში და უცებ ატყდა სროლა.

ბიჭები გარეთ სიგარეტს ეწეოდნენ, მე ნახევრად მანქანაში ვიჯექი და სროლის დროს ინსტიქტურად ჩავიხარე მანქანაში, სხვა არაფერი არ მახსოვს წინა დღეებშიც არაფერი მომხდარა, რომ ვიცოდეთ, რის გამო მოხდა. მე და ლაშა შემთხვევით მოვხვდით აქ", - აღნიშნა ენდელაძემ ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბრისას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS