გუშინ გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. მას თან მაკა ჩიჩუაც ახლავს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში გაიმართა.
საქართველოს დელეგაციას აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანი დახვდა, რომლის მონაწილეობითაც გაიმართა დახვედრის ოფიციალური
პირველმა ლედიმ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და აბუ-დაბიში სადა, ღია ფერის კაბით ჩავიდა. მაკა ჩიჩუას მომდგარი სტილის სამოსი უყვარს, თუმცა, როგორც ჩანს, მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, ჯერ ბოლომდე ფორმაში ვერ ჩადგა და თავისუფალი სტილის კაბა ეცვა.
იხილეთ ვიდეო: