11 აპრილი, 2018
მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, პირველი ლედი ოფიციალურ შეხვედრაზე პირველად გამოჩნდა - როგორ გამოიყურება მაკა ჩიჩუა (+ფოტო, ვიდეო)
ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, თებერვალში მესამე შვილის დედა გახდა. მას ვაჟი თომა გაუჩნდა. პატარა თომას დაბადების შემდეგ, ის მეუღლესთან ერთად ხშირად ვეღარ ჩნდებოდა. პრეზიდენტს ოფიციალურ შეხვედრებზე უფროსი ქალიშვილი ანა დაჰყავდა.

გუშინ გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. მას თან მაკა ჩიჩუაც ახლავს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანი დახვდა, რომლის მონაწილეობითაც გაიმართა დახვედრის ოფიციალური
ცერემონია.

პირველმა ლედიმ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და აბუ-დაბიში სადა, ღია ფერის კაბით ჩავიდა. მაკა ჩიჩუას მომდგარი სტილის სამოსი უყვარს, თუმცა, როგორც ჩანს, მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, ჯერ ბოლომდე ფორმაში ვერ ჩადგა და თავისუფალი სტილის კაბა ეცვა. 

Rating
Rating

იხილეთ ვიდეო:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
manana
პირველი ლედი არა კიდე ის! რას ეღირსა ეს ქალი!
14:00 / 12-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ზზზ
რაში იხარჯება მილიონები. რა სარგებელი უნდა ქონდეს უფუნქციო პრეზიდენტის გასეირნებებს.
15:32 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS