09 აპრილი, 2018
სად და როგორ აღნიშნეს აღდგომის დღესასწაული ქართველმა სელებრითებმა
ქრისტიანულმა სამყარომ აღდგომის დღესასწაული იზეიმა. "რეიტინგი" დაინტერესდა, როგორ აღნიშნეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული ქართველმა სელებრითებმა. 


ქეთა თოფურია აღდგომას ვენაში შეხვდა. ქეთას ავსტრიაში კონცერტი აქვს. აღდგომის ღამეს ის ვენაში მდებარე ქართულ ეკლესიაში მივიდა და დღესასწაულს მრევლთან ერთად შეხვდა. 

Rating

ტელეწამყვანები ნანუკა ჟორჟოლიანი და დიკო ჯოჯუა სააღდგომო დღეებს იტალიაში ატარებენ. ისინი აღდგომას რომში მდებარე ტაძარში შეხვდნენ.

Rating

აღდგომის დღესასწაულს სახლში შეხვდა მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე. ნინომ სააღდგომოდ ულამაზესი და უგემრიელესი ხაჭოს პასკებიც მოამზადა. ნინო გაჩეჩილაძის მიერ მომზადებული პასკები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 
Rating
გაგიკვირდებათ, მაგრამ წარმოუდგენლად კარგი მზარეული აღმოჩნდა ლიკა ევგენიძე. მან სააღდგომოს გემრიელი პასკა მოამზადა და ფერად-ფერადი კვერცხებიც შეღება. 

Rating

ეკა კახიანის ოჯახი აღდგომას ერთად შეხვდა. სააღდგომო კერძებზე მსახიობის დედამ, ფლორა კახიანმა იზრუნა. იგი განთქმული მზარეულია. 
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS