პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. ფოტოგალერეაში, რომელიც მის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, განსაკუთრებული მოწონება პარლამენტის თავმჯდომარის უფროსი შვილის ფოტომ დაიმსახურა. ფოტოზე გეგა კობახიძე მგალობელთა გუნდთან ერთად, წითელ ჩოხაში გამოწყობილი ჩანს. როგორც აღოჩნდა, გეგა უკვე სამი წელია, რაც სამების საკათედრო ტაძარში, აღდგომის დღესასწაულზე გალობს.
ირაკლი კობახიძეს ორი ვაჟი ჰყავს - გიო (გეგა) და ნიკუშა კობახიძეები.
იხილეთ ფოტოები