- მე არ ვარ ჩართული სააღდგომო სამზადისში. მხოლოდ კვერცხს ვღებავ, ენდროს გავუფენ და ვცდილობ, კარგ ფერზე შევღებო. ნამცხვრებს და პასკებს ვყიდულობთ. ადრე დედაჩემი აცხობდა პასკებს, სამზარეულოში უგემრიელესი სუნი ტრიალებდა, მაგრამ... თუ არ იცი პასკის მომზადება, არ უნდა გააკეთო, რადგან მარტივი არ არის.
- სად ხვდებით აღდგომას?
- ორჯერ შევხვდი ტაძარში და ვეზიარე. აღდგომას აუცილებლად მივდივართ ეკლესიაში, ასევე გავდივართ საფლავზე. შემდეგ სტუმრები მოდიან, გააჩნია, რამდენი ადამიანი მოდის სტუმრად,
- რა დაგიჯდათ წელს სააღდგომო სუფრის მომზადება?
- ეს არის ჩვეულებრივი სადილი, ქათამს, ხორცს და კარტოფილს შევწვავთ, სალათს მოვამზადებთ და ა.შ. განსაკუთრებული არაფერი არ გვექნება. შესაძლოა, ნამცხვარი დავამატოთ ამ სადილს და 100 ლარი დაგვიჯდა დაახლოებით.