უფლებადმაცველმა ორგანიზაიციამ მსოფლიოს ქვეყნებში გასული, 2013 წლის განმავლობაში თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მხრივ სიტუაცია გააანალიზა.
საქართველოს რეიტინგი პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ 3 ქულის დონეზე დარჩა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შარშან საქართველოში ''თავისუფალი და სამართლიანი'' საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რამაც ქვეყნის საერთო მდგომარეობაზე თავისუფლებისა და დემოკრატიულობის
Freedom House-ში იმასაც აღნიშნავენ, რომ შეშფოთებულნი არიან ყოფილი პრეზიდენტის ხელისუფლების წევრების მისამართით სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტების გამო, თუმცა აცხადებენ, რომ ''ძირითადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალმა ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები.
ანგარიშის მოხედვით, არათავისუფალ ქვეყნებად არიან დასახელებული რუსეთი, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ბელარუსი და უზბეკეთი. საქართველოს გარდა კი ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნები არიან მოდლოვა, უკრაინა, ყირგიზეთი და სომხეთი.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House, რომლის შტაბ-ბინაც აშშ-ში მდებარეობს, ორი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს მსოფლიოს ქვეყნებს: პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დონით.
აფასებს ქულებით - ერთიდან (საუკეთესო მაჩვენებელი) შვიდამდე (უარესი მაჩვენებელი) და სახელმწიფოებს მიაკუთვნებს რომელიმე კატეგორიას - სრულიად თავისუფალს, ნაწილობრივ, ან სრულიად არათავისუფალს.
დღევანდელი მონაცემებით, სულ მსოფლიოში 88 თავისუფალი ქვეყანაა, 59 ნაწილობრივ თავისუფალი და 48 არათავისუფალი.
სპეციალურად საიტისთვის




















