რაც შეეხება ქართველ დიზაინერებს, ისინი ძირითადად მოდის კვირეულზე იღებენ მონაწილეობას და პირველ ნაბიჯებს სამოდელო სფეროში სწორედ ასე დგამენ. თუმცა, არიან გამორჩეული დიზაინერებიც, რომლებიც ცდილობენ, მსოფლიო ტენდენციებს გვერდი აუარონ და საზოგადოებას განსხვავებული სამოსი შესთავაზონ.
დიზაინერი მანანა მანია სწორედ ასეთების რიცხვს განეკუთვნება. ისევე როგორც ადრე, მან ამჯერად არა ერთ გემოვნებიან მანდილოსანს მოუყარა თავი და საზოგადოებას ახალი კოლექცია წარუდგინა.
ღონისძიებას ნიკა წულუკიძე უძღვებოდა. მანანა მანიას სამოსი პოდიუმზე ისეთმა ცნობილმა