04 აპრილი, 2018
თბილისელი ბანოვანები მანანა მანიას ჩვენებაზე
ქართული შოუ-ბიზნესი ბომონდური წვეულებებით, პრეზენტაციებითა და ჩვენებებით ნაკლებადაა განებივრებული.

რაც შეეხება ქართველ დიზაინერებს, ისინი ძირითადად მოდის კვირეულზე იღებენ მონაწილეობას და პირველ ნაბიჯებს სამოდელო სფეროში სწორედ ასე დგამენ. თუმცა, არიან გამორჩეული დიზაინერებიც, რომლებიც ცდილობენ, მსოფლიო ტენდენციებს გვერდი აუარონ და საზოგადოებას განსხვავებული სამოსი შესთავაზონ.

დიზაინერი მანანა მანია სწორედ ასეთების რიცხვს განეკუთვნება. ისევე როგორც ადრე, მან ამჯერად არა ერთ გემოვნებიან მანდილოსანს მოუყარა თავი და საზოგადოებას ახალი კოლექცია წარუდგინა.

ღონისძიებას ნიკა წულუკიძე უძღვებოდა. მანანა მანიას სამოსი პოდიუმზე ისეთმა ცნობილმა
ადამიანებმა გამოიტანეს, როგორებიც არიან ეკა ჩხეიძე, ცისანა სეფიაშვილი და სხვები.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS