ისტორია მმართველზე, რომლის მოღვაწეობის დროსაც თურქეთის სახელმწიფო ყველაზე ძლიერი იყო საზოგაოდებაში დიდი ინტერესით სარგებლობს.
სულთან სულეიმანის გარშემო ატეხილ ბუმზე კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
''სულთანი სულეიმანის ეპოქა მართლაც გამორჩეულია ოსმალეთის ისტორიაში, ამიტომაც უწოდეს
ამიტომაც გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს ამ სერიალს. იგივე იქნებოდა მსგავსი განწყობით შეგვეხედა სერიალისთვის "ნიკოლოზ პირველი" - ყველაზე დიდხანს ტახტზე მყოფ რუსეთის იმპერატორზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. საფილმოდ გამოდგებოდა მაგალითად, მაიკო ორბელიანის ეპიზოდი - ეს ის ქალია, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორს ქართველმა თავად-აზნაურობამ პირდაპირ საძინებელში მიჰგვარა.
წინადადება მაქვს ქართველებმაც გადავიღოთ სერიალები "დავით აღმაშენებელი", "ბაში-აჩუკი" და "სოლომონ მეორე". ვნახოთ, გაუშვებს თუ არა მათ რომელიმე თურქული ტელეარხი. ასევე მაინტერესებს მოუთმენლად დაელოდებიან თუ არა თურქი დიასახლისები და ახალგაზრდა ქალბატონები ყოველი ახალი სერიის დაწყებას.''
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















