28 იანვარი, 2014
კონსტანტინე გამსახურდია თურქული სერიალების წინააღმდეგ ილაშქრებს და ქართველ ქალბატონებს აკრიტიკებს
სულთან სულეიმანის გარშემო ატეხილ ბუმზე კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა რამდენიმე თვეა ერთ- ერთ ქართულ ტელეარხზე თურქული სერიალი ''დიდებული საუკუნე'' პოპულარობით სარგებლობს. ქართველ ქალბატონებს განსაკუთრებულად მოსწონთ, სულთან სულეიმანის პერსონაჟი, რომელსაც ფილმში ცნობილი თურქი მსახიობი- ხალიტ ერგენჩი ანსახიერებს.

ისტორია მმართველზე, რომლის მოღვაწეობის დროსაც თურქეთის სახელმწიფო ყველაზე ძლიერი იყო საზოგაოდებაში დიდი ინტერესით სარგებლობს.

სულთან სულეიმანის გარშემო ატეხილ ბუმზე კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''სულთანი სულეიმანის ეპოქა მართლაც გამორჩეულია ოსმალეთის ისტორიაში, ამიტომაც უწოდეს
პოპულარულ სერიალს "დიდებული საუკუნე". თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც სულეიმანი, არც ოთხ ზღვაზე გადაჭიმული იმპერიის სხვა მმართველები ცნობდნენ დამოუკიდებელ სამეფოს "საქართველოს" სახელით. მათთვის ეს ქვეყანა ხან თავიანთ ნაწილად მოიაზრებოდა, ხანაც მათი მტრის, ირანის ნაწილად. ისინი ერთმანეთს ხან სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ, ხანაც დაზავდებოდნენ ხოლმე და შუაზე გაიყოფდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს.

ამიტომაც გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს ამ სერიალს. იგივე იქნებოდა მსგავსი განწყობით შეგვეხედა სერიალისთვის "ნიკოლოზ პირველი" - ყველაზე დიდხანს ტახტზე მყოფ რუსეთის იმპერატორზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. საფილმოდ გამოდგებოდა მაგალითად, მაიკო ორბელიანის ეპიზოდი - ეს ის ქალია, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორს ქართველმა თავად-აზნაურობამ პირდაპირ საძინებელში მიჰგვარა.

წინადადება მაქვს ქართველებმაც გადავიღოთ სერიალები "დავით აღმაშენებელი", "ბაში-აჩუკი" და "სოლომონ მეორე". ვნახოთ, გაუშვებს თუ არა მათ რომელიმე თურქული ტელეარხი. ასევე მაინტერესებს მოუთმენლად დაელოდებიან თუ არა თურქი დიასახლისები და ახალგაზრდა ქალბატონები ყოველი ახალი სერიის დაწყებას.''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ელენე-ს
პათოლოგი რუსის ქალის ეგოისტური სიყვარული ლამაზ სიყვარულად მიგაჩნიათ?რა სასაცილოა.სადაც ჭეშმარიტი სიყვარულია იქ საწამლავს და დაუსრულებელ მკვლელობებს რა ესაქმება?ამ უბოროტესმა ქალმა უამრავი მკვლელობა ჩაიდინა.
21:23 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
Mადლობა ღმერთს რომ არსებობს გამაჰმადიანებული აჭარა და დადებილებული საქართველო. მართლაც და სამწუხაროა ავლიპეს ამბავი, თორემ ხომ შემოგავლებდათ ერთიანად კედელს და ეგააა.....
20:36 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მიხო
მაგრად უფშვიტინებს საწყალი ავლიპე ცოცხალი აღარ არი სამწუხაროდ კაი პაციენტი ეყოლებოდი . ვაი შენს პატრონს ძაღლებზე სანადიროდ როდის მიდიხარ გაგვაგებინე..
18:55 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
მართალია ვუყურებ ამ სერიალს და ველოდები კიდეს როდის დაიწყება,მაგრამ არ იმიტომ რომ სულთან სულეიმანის მმართველობა მხიბლავს, მისი გამარჯვებები მიხარია ან კიდევ სხვა მიზეზები.ამ სერიალში სიყვარულის ისტორიაა შესანიშნავად გადმოცემული რეჟისორის მიერ და ყველას ეს გვხიბლავს.
18:41 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მამედა
გეგი გეთანხმები. მართლა შენი ბრალი, შე საცოდაო.
18:14 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ზელიმხან რომანაძე
ხალიტ ერგენჩი, დიდი მსახიობია. ის ისე თამაშობს როლს, რომ არ შეიძლება არ არფრთოვანდეს ხელოვნებაში გარკვეული ადამიანი და არა მარტო. მისი თვალებით თამაში ხომ ხელოვნების უმაღლესი მწვერვალია. ნინო გირჩევ უყურო (მჯერა, უყურებ კიდეც) და ეს სიამოვნება არ მოიკლო.
18:13 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო, "მაგარი ბრძენი" ქალბატონი ბრძანდები. მხოლოდ ერთ გირჩევდი, პოლიტიკა და ხელოვნება გაარჩიო ერთმანეთისაგან. მე უყურებ კინისერიალს და კარგადაც ვერთობი. შენ კი 5 საუკუნით უკან ბრუნდები და იტანჯები ამით. ნუ გავიწყდება, რომ 21-ე საუკუნეა. გაიგეეეეეეეეეე!
18:09 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გეგი
ნინო გეთანხმები გენაცვალე!ვაი ჩვენი ბრალი!
17:54 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
როგორ გეტყობა ვისი გორისა ხარ, მაგრამ ამსულელ ჩვენს ხალხს ვინ მისცა გონი, ფუი მაგ სერიებს რა მაყურებინებდა, ნეტა ისტორიის წიგნს ხელში აღარ იღებენ??
17:48 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS