28 იანვარი, 2014
კონსტანტინე გამსახურდია თურქული სერიალების წინააღმდეგ ილაშქრებს და ქართველ ქალბატონებს აკრიტიკებს
სულთან სულეიმანის გარშემო ატეხილ ბუმზე კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა რამდენიმე თვეა ერთ- ერთ ქართულ ტელეარხზე თურქული სერიალი ''დიდებული საუკუნე'' პოპულარობით სარგებლობს. ქართველ ქალბატონებს განსაკუთრებულად მოსწონთ, სულთან სულეიმანის პერსონაჟი, რომელსაც ფილმში ცნობილი თურქი მსახიობი- ხალიტ ერგენჩი ანსახიერებს.

ისტორია მმართველზე, რომლის მოღვაწეობის დროსაც თურქეთის სახელმწიფო ყველაზე ძლიერი იყო საზოგაოდებაში დიდი ინტერესით სარგებლობს.

სულთან სულეიმანის გარშემო ატეხილ ბუმზე კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''სულთანი სულეიმანის ეპოქა მართლაც გამორჩეულია ოსმალეთის ისტორიაში, ამიტომაც უწოდეს
პოპულარულ სერიალს "დიდებული საუკუნე". თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც სულეიმანი, არც ოთხ ზღვაზე გადაჭიმული იმპერიის სხვა მმართველები ცნობდნენ დამოუკიდებელ სამეფოს "საქართველოს" სახელით. მათთვის ეს ქვეყანა ხან თავიანთ ნაწილად მოიაზრებოდა, ხანაც მათი მტრის, ირანის ნაწილად. ისინი ერთმანეთს ხან სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ, ხანაც დაზავდებოდნენ ხოლმე და შუაზე გაიყოფდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს.

ამიტომაც გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს ამ სერიალს. იგივე იქნებოდა მსგავსი განწყობით შეგვეხედა სერიალისთვის "ნიკოლოზ პირველი" - ყველაზე დიდხანს ტახტზე მყოფ რუსეთის იმპერატორზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. საფილმოდ გამოდგებოდა მაგალითად, მაიკო ორბელიანის ეპიზოდი - ეს ის ქალია, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორს ქართველმა თავად-აზნაურობამ პირდაპირ საძინებელში მიჰგვარა.

წინადადება მაქვს ქართველებმაც გადავიღოთ სერიალები "დავით აღმაშენებელი", "ბაში-აჩუკი" და "სოლომონ მეორე". ვნახოთ, გაუშვებს თუ არა მათ რომელიმე თურქული ტელეარხი. ასევე მაინტერესებს მოუთმენლად დაელოდებიან თუ არა თურქი დიასახლისები და ახალგაზრდა ქალბატონები ყოველი ახალი სერიის დაწყებას.''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ნინი
ხელოვნება პოლიტიკა არ არის!და სხვათაშორის თურქეთში გაიშვა ფილმი''მანდარინები''რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.გადაიღონ ბატონო ქართული ისტორიული სერიალები და დაველოდოდ შედეგებს:))))
00:31 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
იმედა იმედა
გაუშვებს თუ არა ქართულ სერიალს ეგ სხვა თემაა თურქული ტელეარხი, სამაგიეორდ ერთ_ერთმა საინფორმაციო გვერდმა ფეისბუქის გვერდძე თურქულ სეიალში მეგრული სიმრერა გამოუყენა_ქართველებლა აუცილებლად კინო ინდუსტრიაში შევიტანოთ კულტურა "არა გინება და ბილწაობა" და აუცილებლად გაყუდვადი იქნება არა მარტო თურქეთსი არამედ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში იყოს ხარისხი :)
05:32 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
ქართველი ერი ყოველთვის იყო და დარჩება თავისი სამშობლოს გამყიდველ ერად, ამას ადასტურებს დღევანდელობაც.
20:45 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნოდარი
სულ გამოშტერდა კ.გამსახურდია.რა შუაშია კინო და დღევანდელი თურქეთი
15:24 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ტამრიკო
თუ ჩვენც გადავიგებთ ამ დონის ან უკეთეს ფილმს, საქარტველოზე, არა მგონია ნაკლებად კურებადი გახდეს, ტუნდაც ტურკეტში.
13:13 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლევან
ვა, შე საწყალო არსენა, რადა ხარ ჭკუათხელია
12:18 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
..
დიდი ამპარტავანი ხალხი ვართ,ვითომ ჩვენნაირი არც სხვაა ვინმე,არც ისტორია ქონია ვინმეს და არც გმირები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...მოვრჩეთ რა...,,თავისუფალი აზროვნება,,............................................................................................
01:41 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
tami
გამოდის რომ უდიდესი ფილმები სადაც გადაღებულია სისხლისმღვრელი ბრძოლები და იმპერიის სისასტიკეები,ან ფაშიზმის სისხლით შეფერილი წლები,რომელმაც მთელი ევროპა დააჩოქა, არ უნდა უყუროს ხალხმა?რა სისულელეა ...მთავარია ფილმი იყოს ხელოვნების ნიმუში და საინტერესო, მომწონდეს მსახიობი,ამბავი და ასე შემდეგ... შეიძლება ისე უბრალოდ გასართობიც,ეს სამშობლოს ღალატია? რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ...ძალით,რატომ ვქმნით მტრის სახეს...ქართული კინო რას გვთავაზობს უკეთესს,რომ ვიყუროთ?ნამდვილად არ იქნება ჩვენი საშველი..
01:37 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ია.
მე არ ვუყურებ ამ სერიალს, მაგრამ არ ვფიქრობ რომ ამ ფილმის ყურება არაპატრიოტობაა მაინცადამაინც. ნუ გგვგონია რომ მარტო ჩვენ ვართ ერთადერთი და გამორჩეული ერი მსოფლიოსში. ყველა ერს აქვს თავისი ისტორია და ბნელი თუ საამაყო წარსული და სხვის ისტორიასაც რომ გავეცნოთ თუნდაც ფილმით, ამით ქართველობას არავინ წარგვართმევს.
00:24 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მახო
სულ რაგაც 15-20 წელი დაგვრჩა ქართველებს აგარავის ემახსოვრება ქართველობა და ამის მერე კიდევ გვიკვირს რატომ ვართ ამ დგეში.მალე ვინანებთ ჩვენს გულგრილობას თითქოს გვრცხვენია ჩვენი ქართველობა
23:50 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS