მომღერალ გიო ხუციშვილს რამდენიმე თვის წინ, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ის სიმსივნეს ებრძვის. მან ამის შესახებ პირველად თავად ისაუბრა და ვერაგ დაავადებას დიდი შემართებით ებრძოდა. გიო ბოლო დროს კონცერტებზე აღარ გამოჩენილა. ამის მიზეზი, ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ.
როგორც ჟურნალ "სარკეს" მისმა ვაჟმა ზუკა ხუციშვილმა განცუხადა, მომღერალი მკურნალობის კურსს ისრაელში გადის. - ძალიან რთული და ბუნდოვანია ეს ყველაფერი. ყველა ადამიანი თავისებურად ებრძვის ამ სენს. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია ერთიანობა. ჩვენ, ყველანი გიოს გვერდით, დიდი იმედით და
შემართებით ვართ. არ მინდა, წარმოვიდგინო ან დავუშვა ის მომენტი, რომ რამე ცუდი შესაძლოა, მოხდეს. არა! ამაზე ფიქრი არ მინდა. მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, ბედნიერად.
- როგორც ვიცი ისრაელში გადის მკურნალობას, რას ამბობენ ექიმები?- დიახ, ისრაელში მკურნალობს. დედაჩემიც იქაა. ვერ გეტყვით, რას ამბობენ ექიმები, მიმდინარეობს მკურნალობა, ყველაფერი კარგად იქნება.
ჟურნალი "სარკე"
გიორგი საკარული