30 მარტი, 2018
ქართველ მორაგბეს, რომელსაც უმძიმესი დაავადება დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება
ქართველ მორაგბეს, რომელსაც უმძიმესი დაავადება დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

ქართველ მორაგბეს საბა მაღლაფერიძეს, რომელსაც მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. 20 წლის ახალგაზრდა ქუთაისის სარაგბო კლუბ "არესის" წევრია. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც თურქეთში უნდა გაკეთდეს.

"მეგობრებო! ქართული რაგბის , სპორტისა და ზოგადად ქართველ ერზე შეყვარებულო ადამიანებო მოგმართავთ თხოვნით. რაგბის კლუბ არესის მორაგბის საბა მაღლაფერიძის მდგომარეობა დამძიმდა რადგანაც თურქულმა კლინიკამ "ანკარა ჰოსპიტალი" საბას ოპერაციისთვის 95 000 დოლარი მოითხოვა. შეგახსენებთ რომ საბას
მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა. დრო ძალიან ცოტაა მხოლოდ 10 დღე... ბოლოს საბამ დეკემბერში მოახერხა თავისი საყვარელი ბრძოლის გამართვა მოედანზე მას შემდეგ შეიცვალა მისი ბურთიც და მოედანიც, ეხლა ის ამ უმძიმეს დაავადებას ებრძვის.საბა ერთგული მეგობარი და მშობლების ერთადერთი, საამაყო შვილია.ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანესი და უსაყვარლესი ადამიანის სიცოცხლე შევინარჩუნოთ და მივცეთ შანსი რომელიც ისედაც ყველას გვეკუთვნის ერთმანეთისგან.საბამ უნდა იცოცხლოს!" - ნათქვამია კლუბ "არესის" "ფეისბუქის" გვერდზე მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშის ნომერი: "თიბისი" ბანკი, GE02TB7750136010100042

მიმღები საბა მაღლაფერიძე.

გვერდში ამოვუდგეთ საბას და მის მეგობრებს!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS