სომხიშვილის მეზობლები იქნებიან ჩვენი ქვეყნის ყველა დროის მაღალჩინოსნები და გავლენიანი პირები. მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ნინო ანანიაშვილი, გიორგი რამიშვილი (ზარალა), გიგი უგულავა და ა.შ. სია საკმაოდ შთამბეჭდავი და გრძელია.
რაც შეეხება სახლის მეპატრონეს, თამაზ
ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სომხიშვილი კომპანია „როსნეფტექსპორტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი იყო. ზოგიერთ მედიასაშუალებაში თამაზ სომხიშვილი რუს ბიზნესმენად და ინვესტორადაც არის მოხსენიებული, მის ანგარიშზე ბიზნესში აქტიურად ყოფნის 30 წელზე მეტია. მისი ბიზნესსაქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიულ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოიცავს. თამაზ სომხიშვილი კომპანიებს ფლობს რუსეთში, ევროპასა და საქართველოში.
ქართველი მილიონერი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, გასულ წელს საქართველოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესტუმრა და შეხვედრები გამართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ასევე ქართველ ბიზნესმენებთან. თამაზ სომხიშვილის საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნით თბილისში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა იყო.
"დღეს ჩვენს მამაკაცებს აკლიათ პასუხისმგებლობა და სიყვარული. მე ვცდილობ, ვიპოვო ამის გამართლება. ამ ცხოვრების რთულმა პირობებმა მოტეხა ხალხი და საჭიროა სულიერი აღდგომა. მივმართავ მამაკაცებს, არასდროს დაივიწყონ, რომ მათ უკან დგანან ქალები. სიყვარულმა უნდა ამოძრაოს კაცი. მამაკაცი არც ერთ წუთს არ უნდა იყოს უმუშევარი. არანაირი გამართლება არ აქვს კაცს, რომელიც ამბობს, ველოდები, როდის განთავისუფლება ჩემი ადგილი", - აცხადებდა მაშინ სომხიშვილი.
თამაზ სომხიშვილი ასევე არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
თამაზ სომხიშვილმა ააშენა ტაძარი ლონდონში, სადაც ქართული დიასპორა ლოცულობს.
ის ასევე არის საქართველოს სროლის ფედერაციის პრეზიდენტი.