26 მარტი, 2018
კემეროვოში მომხდარ ტრაგედიას სოფიკო შევარდნაძე ეხმაურება - "ფედერალურმა არხებმა სამაუწყებლო ბადე ეროვნული ტრაგედიით არ შეცვალეს. ვწუხვართ"
რუსეთში, კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ვლადიმერ პუჩკოვის თქმით, გარდაცვლილთაგან ამოიცნეს 15 ადამიანი. არიან დაკარგულებიც, რომელთა პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის დამწვარი კონსტრუქცია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს და მაშველები ახლა სიცოცხლეს რისკავენ.

ტრაგედიას გამოეხმაურა სოფიკო შევარდნაძე:

"ამაზე საშინელი არაფერი შეიძლება იყოს, არაფერი! ყველა მასშტაბით შემზარავი კატასტროფა. და ის, რომ ფედერალურმა არხებმა სამაუწყებლო ბადე ეროვნული ტრაგედიით არ შეცვალეს, მომხდარს კიდევ უფრო მეტ ტრაგიზმს
მატებს. ვწუხვართ", - წერს შევარდნაძე საკუთარ Instagram-ზე.

Rating






















პოსტს გამოხმაურება მოჰყვა სოც. ქსელის მომხმარებლების მხრიდანაც:

"საშინელება. ჯოჯოხეთი დედამიწაზე";

"და როდის ცვლიდნენ სამაუწყებლო ბადეს? საფენებისა და საფაღარათო საშუალებების რეკლამაზე მედია უარს არ იტყვის. სიბრიყვე, სიძუნწე, დაუდევრობა რუსეთის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში";

"იცით, ცოტა ხნის წინ გუდაურში ინციდენტი მოხდა, მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საქართველოში დიდი ხმაური იყო. აქ კი ასეთი ტრაგედია დატრიალდა და ბავშვებზე პასუხისმგებელი არავინაა";

"ყველგან ასეთი მხიარული რეკლამები რატომ გადის. ფული მსოფლიოს მართავს";

"საქართველო გლოვობს".


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
გიორგი
ვისაც მართლა აინტერესებს, რა შუაშია და რატომაა ეს ქალბატონი ფარისეველი: ტატუნაშვილზე ჩუმადაა, სოციალურ ქსელში მაინც ამოეღერღა რამე. აქ კი არიქაო, არვინ დამასწროსო... ბაბუამისის წყალობით დაობლებული ბავშვები წყალსაც წაუღია ვითომ..
00:53 / 31-03-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი-ს-სს
შუა სახლში მოიკითხე
00:47 / 31-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ადმინ
ეს "გიო" ადმინია თუ ვინ არის?? მის უაზრო და უდგილო კომენტარეს რო უშვებთ და ჩემსას რო ბლოკავთ??
14:13 / 30-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინი
გაანებეთ ბაბუამისს თავი, თქვენს წინაპრებს მიხედეთ რა გაუკეთებიათ საქართველოსთვის....... ბაბუამისს კი ისტორია შეაფასებს..... რაც შეეხება ამ ტრაგედიას ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს.
13:43 / 30-03-2018
გამოხმაურება / 1 /
ნინის
ბაბუაჩემი 24 წლის აჯანყების მონაწილე იყო და გადასახლებაში ამოხდა სული. ყველა ჩემი წინაპარი მშრომელი იყო. ბაბუამისმა კი საქართველო დააქცია და ქართველ კაცს ქურდობა ასწავლა. ამიტომ ვერ დავანებებთ თავს. ისტორიამ რომ შეაფასოს, ჯერ ჩვენ უნდა ავხადოთ სიმართლეს ფარდა.
00:56 / 31-03-2018
დარო
ღმერთმა დაუმკვიდროს ყველა გარდაცვლილს ცათა სასუფეველი. ყველა ქვეყანა დაიფაროს ასეთი ტრაგედიისგან. ღმერთმა განსაჯოს ყველას ქმედება და ჩვენ თავი შევიკაოთ რაღაც რაღაცებისგან.კომენტარის დამატებამდე დაფიქრდით რას უკეთებთ კომენტარს როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყოთ.
10:31 / 29-03-2018
გამოხმაურება / 0 /
chven vart givi
მაგაზე საშინელი ის არის რაც ბაბუაშენმა დამართა საქართველოს
02:52 / 29-03-2018
გამოხმაურება / 1 /
ჩვენ ვართ გივი-ს
გივი რა დროს ეგ არი ა?! ან შვილი არა გყავს, ან დის შვილი ან ძმის შვილი???
14:08 / 30-03-2018
gio
რუსეთს დაღუპავს ტყუილები...ყველგან,...ხალხის ზომბირება,რომ ჩვენ მაგრები ვართ ,,,განვითარებული ქვეყნები ჩვენი მტრებია,ჩვენი განადგურება უნდათ...,, არეულობების და ომის გაჩაღება მსიფლიოში..ხალხის მოტყუება!! ოპოზიციის არარსებობა!!! ტელევიზია საბჭოთა ტელევიზიის ასლია...უკან მიდიან.მსოფლიოს ძალით აშანთაჟებენ..
22:44 / 28-03-2018
გამოხმაურება / 0 /
გიო
ბაბუაშენმა რომ აწამა და მოკლა ხალხი ისე უნდა. მარტო თვითმფრინავის თემა ეყოფა ნუ გგონია ხალხს რაიმე ავიწყდება. და საკმაოდ ბევრი არაცნობილი ფაქტიც კი იცის ხალხმა რომელიც ტელევიზიით არ გახმოვანბულა. ედუარდ შევარდნაძე იყო მონსტრი ამ კაცზე უარესი ვინც ეხლა ხანძარი გააჩინა. თავის ბიძაშვილი აწამებინა ლანჩხუთში ცისია შევარდნაძე უბრალოდ იმის გამო რომ ზვიადისტი იყო. გამსახურდია მისი პირადი თანდასწრებით აწაემეს და მოკლედ. ხმას ნუ იღებს ასეთი კაცის შთამომავალი საერთოდ. ნახევარი საუკუნე რომ გაყინა დრო. ბოლოს მეგონა აღარ მოკვდებოდა მთელი ბავშვობა ეს "მონსტრი" მართავდა ქვეყანას
19:04 / 28-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიკია
სანამ პუტინს აირჩევს რუსი ხალხი მანამდე არ მოიშლება ესეთი უბედურებები რუსეთში, როდესმე გამოფხიზლდება ეს ერი
13:55 / 27-03-2018
გამოხმაურება / 1 /
Logika
აზროვნებ საერთოდ?
10:35 / 29-03-2018
გიორგი
უი, ცაკალელი... რაშა თუდეი არ დაგეკარგოს არსად. ისე, ვასილი ბლაჟენნის ტაძარში ყოველდღე შედი, ემანდ ბაბუაშენის ცოდვები შენ არ მოგეწიოს, შენ რა შუაში ხარ...
22:10 / 26-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS