ამ შაბათ-კვირას, ქართველი სელებრითების დიდმა ნაწილმა ზღვისპირა აჭარისკენ აიღო გეზი და ბათუმში დაისვენა. ზოგმა კონცერტი ჩაატარა, ზოგმა კი უბრალოდ დაისვენა.
ქართველმა სელებრითებმა დრო არაჩვეულებრივ გარემოში გაატარეს. გვანცა დარასელიამ, ხატია შამუგიამ, ნანუკა გულუამ, ლევან ჯიბღაშვილმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა რადიო "ენერჯის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს ბოულინგის თამაშში შეეჯიბრნენ.
ბაქოში გაატარა შაბათ-კვირა
რატი დურგლიშვილმა არც მეტი არც ნაკლები, დასვენების დღეები მოიწყო ჰოლივუდში, სადაც სავარაუდოდ, საქმიანი ვიზიტით იმყოფება.