22 მარტი, 2018
"რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ქართველი, ვინც პუტინის პოლიტიკას იზიარებს საქართველოს მტერია" - ნინო გაჩეჩილაძის სკანდალური პოსტი
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: "ცოტა ხნის წინ ვნახე სიუჟეტი ჯარისკაც არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები სხეულის გადმოსვენების შესახებ.

(რომელიც 26 დღის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის ტყვეობაში იყო.) ასეთი დათრგუნული, დაზაფრული და ამავე დროს გამწარებული ალბათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ ვყოფილვარ. მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც მოქალაქის აზრი და ვთქვა კიდევ ერთხელ (და თუ დამჭირდა 1000-ჯერ გავიმეორებ), რომ ოსეთი, ისევე როგორც აფხაზეთი საქართველოა!

და ის ცალკე სახელმწიფო არც არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება,
მსოფლიო რუქაზე არ არსებობს ასეთი ქვეყნები, რადგან ერთი-ორი უიღბლო რესპუბლიკის გარდა არავის უღიარებია და არც შეიძლება რომ აღიაროს, რადგან ორივე საქართველოს ნაწილია!!!

ხოლო რუსეთი- ოკუპანტია და საუკუნეების მანძილზე საქართველოს მთავარი მტერი იყო! ასე რომ ყველა ის რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი, ვინც პუტინის პოლიტიკას იზიარებს და ვინც მას არჩევნებში ხმა მისცა, ისიც უდაოდ საქართველოს მტერია და თუ ასეთი ადამიანი ჩემს ეგრედწოდებულ "ფოლოუერებში" ხართ, ძაან გთხოვთ დატოვოთ ჩემი ინსტაგრამი! #ოსეთისაქართველოა #აფხაზეთისაქართველოა #არჩილტატუნაშვილიგმირია #რუსეთიოკუპანტია", - წერს ნინო გაჩეჩილაძე. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პუტინს სახალხოდ დაუჭირა მხარი, ნინო გაჩეჩილაძის დის, თაკოს მეგობარმა ქეთა თოფურიამ. გახდა თუ არა ეს პოსტი მათ შორის განხეთქილების მიზეზი უცნობია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გოჩა
კარგი გოგო ხარ შენ ნინო.
18:23 / 22-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატა
შენ გენაცვალეეე! მაგრამ შენს და ჩაკივლე ხმამაღლა რომ კარგად გაიგოს!
18:04 / 22-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS