22 მარტი, 2018
"თომა არის მსუნაგი და მძინარა" - ორი ბავშვით გადაღლილი პრეზიდენტი ევროპაში გაიქცა
გადაცემა პოლიტ-მეტრში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მეორე ვაჟის თომას შესახებ ისაუბრა. თომა მარგველაშვილი 16 იანვარს დაიბადა.

„თომა არის მსუნაგი და მძინარა, თემო კიდევ, თომას ძალიან მაგრად ექცევა. ეფერება და მის, აი, ამ თვისებებს დადებითად უყურებს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა შვილთან გატარებულ დროზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დუშეთში ორ პატარა ბავშვთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია. ამის გამო, მარგველაშვილი საზღვარგარეთაც გაიქცა.

„პრეზიდენტი ძალიან შორსმჭვრეტელურად გაიქცა ორი კვირით ევროპასა და ამერიკაში, იმისთვის რომ უფრო წყნარად ეძინოს.

ძალიან რთულია დუშეთში, ორი პატარა ბავშვით… პრეზიდენტი ამას გაექცა, მაგრამ დაბრუნდა და ახლა თავის ვალდებულებებს შეუდგება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS