21 მარტი, 2018
10 ოქროს რჩევა ზედმეტი წონის დასაკლებად ნანუკა ჟორჟოლიანისგან
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დროს საგრძნობლად გახდა. აშკარაა, რომ დაკლებული კილოგრამების შემდეგ, ნანუკა მიმზიდველად გამოიყურება. ნანუკა თავის გამოცდილებას, მძიმე წონასთან მებრძოლ მანდილოსნებს ხშირად უზიარებს და გამონაკლისი არც ამჯერად დაუშვა.

„მოგესალმებით, მეგობრებო. დიდი ხანია თქვენთან არ მიჭორავია და თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ჩვენივე შესაძლებლობებია. დასტურად ფოტოსაც დავურთავ ნაამბობს.

ჩემი არაჯანსაღი ცხოვრება იწყებოდა სიგარეტით და ყავით, გრძელდებოდა შემწვარ-მოხრაკული საჭმლით, გიჟური რეჟიმით და დარღვეული ძილით.

ამას რატომ გიყვებით, იმიტომ რომ ყველაზე უკიდურეს ზარმაც და არასწორი რეჟიმით
მცხოვრებ ადამიანსაც კი, ერთ წამში შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.

საკმარისია, გააქროთ რაციონიდან, შაქარი, ტკბილეული, ხილი ჭამოთ მხოლოდ დღის ორ საათამდე, ამოიღოთ ყველანაირი ბურღულეული (გრეჩიხის, ქინოას გარდა) არ მიირთვათ ზეთში შემწვარი არაფერი. არანაირი გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი. წყალი აუცილებლად და ფიზიკური აქტივობა. დაძინება დღეს (12 საათამდე) და გაღვიძება ხვალ.

Rating

6 თვეში, ყოველგვარი სტრესის, ნევროზის, ისტერიკის გარეშე ისეთ ფორმაში იქნებით, მიხვდებით, რომ ეს ცხოვრების თავიდან დასაწყისია. კვება ჩვევაში გადაგივათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ ჯანსაღი ცხოვრება, კარგი ვიზუალით.

იკვებეთ დღეში 4-ჯერ
შუალედი იყოს 2-3 საათი.
მეორე კვება შეიძლება იყოს ხილი.
არ დაგავიწყდეთ, რომ გამოძინება აუცილებელია.
წყალი
არანაირი შემწვარი საჭმელი. პური, ხაჭაპური დაივიწყეთ და შემდეგ მათაც დაავიწყდებით.
არანაირი ტკბილი.
ფიზიკური აქტივობა.
მწვანე ბოსტნეული, მოხარშული, გრილზე შემწვარი ხორცი, თევზი, არის ძალიან სასარგებლო და აუცილებელი.
თან იქონიეთ ნიგოზი (5-6 ლებანი, თხილი, ნუში), თავიდან ძალიან გეხმარებათ მშრალი ხილი.


მგონი, არაფერი გამომრჩა. წარმატებებს გისურვებთ და არ დაელოდოთ ხვალინდელ დღეს და განსაკუთრებით ორშაბათს. დაიწყეთ ამ წამს, თქვენი ნანუკა."

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
სოფი
იმდენად ამაზრზენი ქალი ხარ შენ არც გახდომა გიხდება ბოღმისგან მაინც ვერ დაიჩუტები! ეს დებილობები რომ არ გავითვალისწინოთ ბევრად სწორი მიდგომებია დიეტების მიმართ და იმას მივხედავთ ;))
17:59 / 07-02-2019
გამოხმაურება / 0 /
lomi
კი ეს ყველამ იცის,თუ არაფერს შეჭამ,ჩამოირეცხები,მაგრამ ადამიანი უჭმელად რომ ვერ სძლებს?
14:13 / 11-04-2018
გამოხმაურება / 1 /
Gio
Imas tu arafris chamas edzaxit rac zemot aris chamotvlili eseigi ar gindat gaxdoma :d daaxlovebit igive receotit + mwvane chai da + ara erti dargveva tebervlis 1 dan dgem
20:06 / 19-04-2018
ნანაჩო
ნანუკა შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ და ეს რჩევები ძალიან კარგია, მე დავიწყე და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს
02:39 / 03-04-2018
გამოხმაურება / 0 /
სოფო
რა ბოღმიანები ხართ ,აღარ იცით რა შენიშვნა მისცეთ და რითი გააკრიტიკოთ ,ბოღმისგან გასიებულებო.მშვენიერი რჩევები გვითხრა ადამიანმა,სასარგებლო და მნიშვნელოვანი.მადლობა ნანუკა და გვიყვარხარ და რაც მთავარია, დიდ სტიმულს გვაძლევ და უფრო ხშირად წერე და ბევრი,ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ და ვითვალისწინებ.
14:07 / 02-04-2018
გამოხმაურება / 1 /
მარიამი
აი ზუსტად რა,ბოღმიანი აღარ ჰქვია ამას,ალბათ უფრო ხეპრე,ხიხო და გაუნათლებელი.ადამიანი წერს და გვირჩევს,როგორ ვიკვებოთ სწორად და ეს გოიმკა რაებს აკომენტარებს.გაისიე მაშინ ერთი ადგილი,დაიკიდე მუცელი და იარე.ფუ,რა ამაზრზენები არიან!
13:52 / 22-06-2018
ბრრ
ასეთი არც გახდომა ღირს და არც კარგი ცხოვრება! სრულიად სტრესული მდგომარეობაა ადამინიასთვის, და ეს სხვაგან ამოტვტივდება! თხილი, ნიგოზი, ნუში ალრგიულია ძლაიან ბევრითვის! პურის სრულიად ამოღებამ რაციონად ძალიან ბევრ ადამაინს შეუქმნა პრობლემები და სერიოზული დაავადება გამოიწვია! ასე რომ ასეთი რჩვების მიცემა უბრალოდ სისულელეა!
01:15 / 22-03-2018
გამოხმაურება / 2 /
კდნ'
სისულელე აი ამ კომენტარის დაწერა არ იყო?!
13:12 / 02-04-2018
ჭღრ
ავადმყოფი ადამიანებისთვის არაა გათვლილი, უფრო ჯანმრთელი ხალხისთვის. ალერგია ვისაც აქვს სხვა ხილი მიირთვას, პური ბრინჯის პურით ჩაანაცვლეთ და მოკლედ- ნუ ნერვიულობთ თქვენ, ამ სისულელით სულელები დავკავდებით მარტო ;)))
01:59 / 03-04-2018
TOPS