მან დღეს "რუსთავი 2"-თან მომხდარი აქციისა და ტელევიზიის წარმომადგენლებზე თავდასხმის სწრაფი გამოძიება მოითხოვა შესაბამისი ორგანოებისგან.
"არხის სახელით ბოდიშს ვუხდი ყველა მორწმუნეს, ვიცი, გრძნობებიც უნებლიედ შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებით, თუმცა, ამ მორწმუნეებში არ იგულისხმება ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ
ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა, ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებაში, როდესაც ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს, აღნიშნული ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში მოხდა ამგვარი განცხადებების განხილვა. ეხებოდა ეს სხვა რელიგიურ მიმართულებებსაც, მათ შორის, არა მხოლოდ ქრისტიანულს და მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი ეთიკის საბჭოს მიერ იქნა მიღებული", - განაცხადა გვარამიამ.