ორსულობის შემდეგ, მოდელი შესანიშნავ ფორმაშია. უფრო მეტიც, ის ახლა იმაზე გამხდარია, ვიდრე ორსულობამდე.
როგორ ინარჩუნებს ფორმას და მიმართა თუ არა პლასტიკურ ქირურგიას, ამის გასარკვევად, "რეიტინგი" თამო ვაშალომიძეს დაუკავშირდა:
- პატარა სოფიას აღზრდაში დამხმარე ქალი გვეხმარება. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და მას ბავშვს თავისუფლად ვანდობ. უკვე აქტიურად დავიწყე მუშაობა და დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ არსად წასვლა აღარ მინდა, 10 წუთიც რომ გამომიჩნდეს თავისუფალი,
- მალე ჩადექით ფორმაში, როგორ მოახერხეთ ეს?
- ახლა იმაზე მეტად გამხდარი ვარ, ვიდრე ორსულობამდე ვიყავი. ბავშვი ერთი თვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა, შემდეგ კი ჩემი პროფესიის გამო, რძე გავიშრე და ეს ძალიან განვიცადე. სოფიაზე მეტად მგონი მე ვინერვიულე ამის გამო. მოდელი ვარ და დიდი ხნით, ბუნებრივი კვება მკერდის ფორმებს აფუჭებს, ამიტომ რძე გავიშრე და ბავშვი ხელოვნურ კვებაზე მყავს. 6 საათის მერე არ ვჭამ და ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, სწორედ ამის გამო ვინარჩუნებ წონას.
- ორსულობის შემდეგ ქალებს სტრიები და ცელულიტი უჩნდებათ, თქვენ როგორ ებრძვით ამას?
- მე არც სტრიები მაქვს და არც ცელულიტი. საბედნიეროდ, გამიმართლა. ეს იმის დამსახურებაა, რომ აქტიურად ვუვლიდი თავს ძვირადღირებული კრემებისა და მასაჟების დახმარებით. ახლა უკვე ვარჯიშიც დავიწყე.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლასტიკური ქირურგია ინტიმურ ადგილზე გაიკეთეთ, რატომ გადაწყვიტეთ ეს?
- ბევრი ქალი მიმართავს ინსტიმურ ქირურგიას, მაგრამ ამას საქართველოში არ აღიარებენ. მე ბავშვი ბუნებრივად გავაჩინე და ამიტომ თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი ამ ოპერაციის გაკეთება. მართალია, ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ საჭირო არ იყო, მაგრამ ვაგინის ოპერაცია მაინც გავიკეთე და ვფიქრობ, კარგი ნაბიჯიც გადავდგი. წყვილის ურთიერთობაში სრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობა მნიშვნელოვანია.