19 მარტი, 2018
"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის დეტალები
საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელესერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" აპრილის თვეში ეთერს დაუბრუნდება.

როგორც ცნობილი ხდება, გადაღებები კვირის ბოლოს დაიწყება. მსახიობებს სცენარი დაურიგდათ. თუმცა, რასაკვირველია, მისი დეტალები ჯერჯერობით დაინტერესებული მაყურებლისთვის უცნობია.


"ძალიან ცხელი, განსაკუთრებული და საინტერესო სეზონი იწყება, ეს იქნება მორიგი გამორჩეული სერიების დასაწყისი", - ამბობს ნანუკა და არ გამორიცხავს, რომ საკუთარ გმირთან დაკავშირებითაც უამრავ საინტერესო სიახლეს შეიძლება ველოდოთ, ეს შესაძლოა, ახალგათხოვილი დოჩის ორსულობასაც უკავშირდებოდეს.


როგორც მსახიობმა აღნიშნა, სერიალის სცენარი ეტაპობრივად იწერება და თითოეულ სერიასთან ერთად ვითარდება.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS