19 მარტი, 2018
"მე მოვითხოვ სამართალს ამ ამბავზე" - გიორგი პაპასკირის მამის პირველი კომენტარი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი იკითხება.

"ამნაირი ტრაგედია ყველას შეიძლება მოუვიდეს და გამიჩნდა მის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო აღიარება ამ დანაშაულის ჩემსა და უფლის წინაშე", - განაცხადა მალხაზ პაპასკირმა.

მისი თქმით, საქმეზე ექსპერტიზის სამი წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს.


"მთავარი არაა, ვინ დაისჯება, მთავარია სიმართლის დადგენა. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს ამ გარემოებებს და დაადგენს, რომ მოხდა სიჩქარის გადაჭარბება, რის
გამოც დაიღუპნენ ადამიანები. მე არ ვაპირებ შურისძიებას, მე მოვითხოვ სამართალს ამ ამბავზე", - განაცხადა პაპასკირმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS