ქველა: 23 წლის ვიყავი, დამიჭირეს ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა დავეჭირე. თუ დამიჭერდნენ, გირაოს სანაცვლოდ მაინც უნდა გავეთავისუფლებინე. 2007 წელს ახალგაზრდულ მოძრაობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, ტელევიზიით განცხადებებს ვაკეთებდი და ესეც გამახსენეს - გირაოზე არ წამოვიდნენ.
თბილისში, საბურთალოზე მდებარე "ჯიპისის" აფთიაქში, შუაღამეს პურის
- ამ საქციელზე რომ დაგიჭერდნენ არ ფიქრობდი?
- არ ველოდი, თუ დამიჭერდნენ. საპატრულო პოლიცია თავის გადამღები ჯგუფით დამადგა თავზე და ამიყვანეს. არ ვფიქრობდი, რომ ასე გამწირავდნენ. წარმოიდგინე, რა ხდებოდა მიშას დროს ციხეში. ორი წელი გლდანში გავატარე, ერთ ოთახში ჩაკეტილმა, ისიც ეზარებოდათ, პატიმრები სასეირნოდ გაეყვანათ. კარანტინში გამიმართლა. იმ დროს უფროსი არ იყო და ცემას გადავურჩი. კარანტინი ისეთი სისასტიკე იყო, ნებისმიერ ადამიანს სცემდნენ. ერთი ბადრაგი იყო, "ქოსას" ეძახდნენ, უნდოდა მეთანამშრომლა და დენის გამანაწილებლის რკინის კარადაზე თავი მარტყმევინა. ძირითადად იმათ აწამებდნენ, ვინც სტრასბურგში ჩიოდა. ბევრი კარცერიდან მკვდარიც გაუტანიათ. ცოცხებითაც აწამებდნენ პატიმრებს.
- არ გინანია შენი საქციელი?
- დიდი სტრესია, როცა ციხეში შედიხარ. ადამიანის ცხოვრების 70 % მთავრდება. მაგრამ მე არ ვნანობ. გამოცდილება მივიღე. ციხეში განვიცადე ის, რომ მშობლები ძალიან მიყვარს და ვერ დავაფასე. ადამიანი განსაცდელში სუსტია, ვფიქრობ, მონასტერში წავიდე სამუდამოდ.
ციხიდან რომ გამოვედი, სამი ადამიანი ისე მახსოვდა და ისე ვიყავი გაგიჟებული, რომ შემხვედროდა მოვკლავდი. ესენი იყვნენ "ქოსა", ვიღაც კვარაცხელია და კიდევ ერთი მეგრელი.
ჟურნალი "თბილისელები"