16 მარტი, 2018
რას იგონებს დემნა გვასალია საქართველოში გატარებულ წლებზე და როგორ გახდა სოხუმელი ბიჭი მსოფლიო დონის დიზაინერი
"ჩაკეცილი ფეხსაცმელი", "კროქსები", ორიგინალური ჩანთები და სამოსი - ცნობილი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ინდუსტრიამ განსხვავებული კონცეფციით გაიცნო. როგორ მოხვდა იგი მოდის ინდუსტრიაში და საიდან იწყება მისი ისტორია?

Vetements-ის შემქმნელის, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის ისტორია იწყება სოხუმიდან, სადაც ის 1981 წელს დაიბადა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის ოკუპაცია 1990 წელს მოახდინა, დემნასა და მისი ოჯახის წევრებს ათასობით მცხოვრებთან ერთად საცხოვრებლის იძულებით დატოვება მოუწიათ.

დემნა საქართველოში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, შემდეგ მამის სამსახურის გამო ქვეყნის დატოვება მოუხდა,
საბოლოოდ კი, საფრანგეთში აღმოჩნდა.

უცხოეთში წასვლამდე გვასალიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, როგორც ცნობილია, იგი საქართველოში მცირე ხნით ჟურნალისტად "საქართველოს ტელევიზიაშიც" მუშაობდა. შემდეგ სფერო შეიცვალა და ანტვერპენში, ბელგიაში Royal Academy of Fine Arts-ში სწავლობდა. 2009 წელს საფრანგეთში "მარჯიელას" მოდის სახლში სამუშაოდ წავიდა, სამკვერვალო ტექნოლოგია და მეთოდოლოგია სწრაფად შეისწავლა. შემდეგ Louis Vuitton-თან მუშაობდა, საბოლოოდ, 2014 წლიდან საკუთარ საქმეს მოკიდა ხელი - შექმნა Vetements-ის ცნობილი ბრენდი, რომელიც მსოფლიო მოდამ სწრაფად აიტაცა.

ამავე პერიოდში დემნა ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოში ცხოვრების პერიოდსა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ყვება:

"ჩემი ოჯახი ყოფილი საბჭოთა საქართველოდან დიუსელდორფში 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად. იქ წელიწადნახევრის განმავლობაში დავრჩი. სწორედ აქ მივხვდი, რა მინდოდა. ეკონომიკის გარკვეული საფუძვლები საქართველოში ვისწავლე, რადგან ჩემს მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა რეალური პროფესია ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი ავიღე და როცა გერმანიაში ჩავედი, ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა.

თუმცა, მე გადავწყვიტე დიუსელდორფში მაინც ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academy of Fine Arts-ში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა წაიკითხეთ მეტი გვასალიას შესახებ
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლუკა
ძალიან სასიხარულოა დემნა გვასალიას დიდი წარმატება. მასთან ვრცელი ინტერვიუ საინტერესო იქნება. ინებ დაუკავშირდეთ და ჩაწეროთ ინტერვიუ? მაინტერესებს მისი აზრი მოდის ტენდენციების შესახებ, მისი რჩევები მამაკაცის ჩაცმულობის შესახებ, მისი რჩევები ყოველდღიური სამოსელის შერჩევის შესახებ. მისი ხედვა მოდის მომავლის შესახებ ძალიან საინტერესო იქნება. ასეთი ადამიანის რჩევებს დიდი ფასი აქვს. ორმაგად სასიხარულოა რომ საქართველოდან არის და მსოფლიო დონის დიზაინერი გახდა. იქნებ ვეტემენტსის მოდის ჩვენება საქართველოშიც გააკეთოს?
23:14 / 18-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS