25 იანვარი, 2014
საგარეჯოს წარმატებული მოსწავლეები „ეტალონში“
გადაცემა „ეტალონი“ წარმატებული საგარეჯოელი მოსწავლეების მონაწილეობით „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება. „ეტალონის“ მორიგი გადაცემა საგარეჯოს რაიონის წარმატებულ მოსწავლეებს დაეთმო. მოსწავლეები საგარეჯოს განათლების რესურს-ცენტრმა, საგარეჯოს გამგეობის მუნიციპალიტეტთან ერთად, შესარჩევი ტურების მეშვეობით შეარჩია.

ვინ მოიპოვა გამარჯვება დაძაბულ ინტელექტუალურ პაექრობაში და რით დააჯილდოვეს „ეტალონი საგარეჯოელი მოსწავლე“ საგარეჯოს გამგებელმა გიორგი ლოლაძემ და გამგებლის მოადგილემ ბესო მარტიაშვილმა, შაბათს 25 იანვარს შეიტყობთ.

გადაცემა „ეტალონი“ წარმატებული საგარეჯოელი მოსწავლეების მონაწილეობით „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
TOPS