12 მარტი, 2018
ექიმების მოთხოვნით, გიორგი მახარაძე ისევ თურქეთში გაემგზავრა
მსახიობი გიორგი მახარაძე დღეს დილით თურქეთში გაემგზავრა. გიორგი თურქეთის კლინიკაში დედასთან, თეო ჩივაძესთან ერთად წავიდა. ინფორმაცია ამის თაობაზე, სოციალურ ქსელში, მისმა ნათესავმა, რეჟისორმა მარიკა ქაცარავამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მახარაძეს რამდენიმე თვის წინ, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მას თურქმა ექიმებმა ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს.

"რეიტინგი" მარიკა ქაცარავას დაუკავშირდა: "გიორგიმ ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაიტარა. თურქი ექიმების მოთხოვნით, ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, ის ისევ გაემგზავრა "აჩიბადემის" კლინიკაში.

თურქი ექიმები პირადად ნახავენ, რა შედეგი გამოიღო ქიმიოთერაპიამ და როგორ მიდის მკურნალობა". 


იხილეთ ვიდეო:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS