შეგახსენებთ, რომ გიორგი მახარაძეს რამდენიმე თვის წინ, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მას თურქმა ექიმებმა ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს.
"რეიტინგი" მარიკა ქაცარავას დაუკავშირდა: "გიორგიმ ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაიტარა. თურქი ექიმების მოთხოვნით, ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, ის ისევ გაემგზავრა "აჩიბადემის" კლინიკაში.
თურქი ექიმები პირადად ნახავენ, რა შედეგი გამოიღო ქიმიოთერაპიამ და როგორ მიდის მკურნალობა".