08 მარტი, 2018
"შვილი სკოლიდან მშიერი რომ მოდის და საჭმელს ვერ ახვედრებ..." - "ნიჭიერის" მონაწილის ემოციური მიმართვა
საქართველოს პარა-ტაეკვონდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სალომე გოგეშვილი "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"ამ პოსტს იმიტომ არ ვწერ რომ ვინმეს შევეცოდო, ან თანამიგრძნოს ან რაიმე მსგავსი! მინდა, საბოლოოდ მივხვდნენ ადამიანები, რომ მე, სალომე, რომელმაც 2 წლის წინ დავკარგე ხელი, დღემდე ვერ დავივიწყე.

ამ ტკივილს მარტო ისინი იგრძნობენ, ვისაც სხეულის ნაწილი აკლიათ, შეუძლებელია ვინმემ გაითავისოს რა გზა გამოვიარე და რა გზას გავდივარ ახლა.... დღეს და ამ წუთას! ჩემი სიძლიერის, პოზიტიური პოსტების მიღმა არის დიდი ტკივილი, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი
გააყუჩებს! მე ყოველდღიურად ვიბრძვი, რომ ეს დავამარცხო, ჩემი აქტიურობა, ის რომ ვცეკვავ, ის რომ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, პოდიუმზე რომ გავიარე, მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა ღონისძიებებში.... იცით რა არის??? ბრძოლააა!! ვბრძოლობ იმასთან, რაც ხანდახან მაიძულებს ვიფიქრო თვითმკვლელობაზე, გაქცევაზე. იცით რამდენჯერ დავაპირე მონასტერში წასვლა?! საკუთარ თავს ვერსად გავექცევი, შიშთან პირისპირ დარჩენა ვამჯობინე!

იცით რა გზას გავდივარ...სულ, ყოველ წუთს რა ხდება ჩემს გონებაში, ჩემს სულიერ სამყაროში, იცით როგორი მტკივნეულია ყოველი ღამე?
ის თუ იცით შვილი სკოლიდან მშიერი რომ მოდის და საჭმელს ვერ ახვედრებ, გინდა რაღაცის გაკეთება და ვერ აკეთებ, არ გამოგდის. სიტუაციები სადაც საერთოდ უსუსური ხარ.

მაცადეთ.... მე ვბრძოლობ! ეს ჩემი ომია საკუთარ თავთან! გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, ასეთი მარტივი არ არის! შეიძლება თქვენთვის არის მარტივი, მე ხელი მომაჭრეს!! თითს რომ გაიჭრით და იმაზე ტირიხართ, ელემენტარულს ვერ უძლებთ! მაცადეთ ვიცხოვრო.. მაცადეთ ვიბრძოლო... მაცადეთ, რომ დავეხმარო ჩემს თავს.. იმიტომ რომ მე სიცოცხლე ვარჩიე, ლამაზი სიცოცხლე... მაცადეეეეთ!!!!!“ - წერს სალომე გოგეშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS