"ამ პოსტს იმიტომ არ ვწერ რომ ვინმეს შევეცოდო, ან თანამიგრძნოს ან რაიმე მსგავსი! მინდა, საბოლოოდ მივხვდნენ ადამიანები, რომ მე, სალომე, რომელმაც 2 წლის წინ დავკარგე ხელი, დღემდე ვერ დავივიწყე.
ამ ტკივილს მარტო ისინი იგრძნობენ, ვისაც სხეულის ნაწილი აკლიათ, შეუძლებელია ვინმემ გაითავისოს რა გზა გამოვიარე და რა გზას გავდივარ ახლა.... დღეს და ამ წუთას! ჩემი სიძლიერის, პოზიტიური პოსტების მიღმა არის დიდი ტკივილი, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი
იცით რა გზას გავდივარ...სულ, ყოველ წუთს რა ხდება ჩემს გონებაში, ჩემს სულიერ სამყაროში, იცით როგორი მტკივნეულია ყოველი ღამე? ის თუ იცით შვილი სკოლიდან მშიერი რომ მოდის და საჭმელს ვერ ახვედრებ, გინდა რაღაცის გაკეთება და ვერ აკეთებ, არ გამოგდის. სიტუაციები სადაც საერთოდ უსუსური ხარ.
მაცადეთ.... მე ვბრძოლობ! ეს ჩემი ომია საკუთარ თავთან! გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, ასეთი მარტივი არ არის! შეიძლება თქვენთვის არის მარტივი, მე ხელი მომაჭრეს!! თითს რომ გაიჭრით და იმაზე ტირიხართ, ელემენტარულს ვერ უძლებთ! მაცადეთ ვიცხოვრო.. მაცადეთ ვიბრძოლო... მაცადეთ, რომ დავეხმარო ჩემს თავს.. იმიტომ რომ მე სიცოცხლე ვარჩიე, ლამაზი სიცოცხლე... მაცადეეეეთ!!!!!“ - წერს სალომე გოგეშვილი.