08 მარტი, 2018
"დედაჩემი 60 წლის ხდება. ნეტა შეყვარებულიც ჰყავდეს და იქორწინოს" - ირაკლი გაფრინდაშვილის ემოციური პოსტი დედაზე
პოეტი ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"არამარტო სარვამარტო

დედაჩემმა ოთხი შვილი გაზარდა. ჩემი და-ძმა, მე და მამაჩემი. დედაჩვენების თაობა თითქმის ყველა ასეთი “მრავალშვილიანია”. ძნელად აღსაზრდელთა მშობლებმა, რომლებმაც დღის და ღამის ძიძით კი არა, 90-იანებში ხელის გულზე დაწერილი პურის რიგი,ძირითადად გულისტკენით სავსე გულით, კაცმა არ იცის როგორ გამოგვიყვანეს სიცივის უდაბნოდან.

სანამ ამ ყველაფრის წერას დავიწყებდი სანდრო ლორთქიფანიძის უკარგესი ბლოგი ვნახე ,,დედა უფრი გიყვარს თუ მამა” და სხვა დანარჩენს იქ უფრო კარგად წაიკითხავთ, რას ვგულისხმობ
უდაბნოში. მერე იზრდები და ფიქრობ, ისედაც მრავალჭირნახული, მრავალშვილიანი დედა დაღლილია და მოდი სახლში იჯდეს “დაისვენოს”. ამას ფიქრობ და ყველაზე დიდ შეცდომას უშვებ, ბოლო შანსს კარგავ შეეცადო მაინც დააფასო მისი შრომა და სიკეთით გადაუხადო. ბედნიერებისთვის ადამიანს ყველა ასაკში სჭირდება რეალიზაცია.

როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, დედაჩემის დასაქმებაზე ვიზრუნე და მესამე წელია ვხვდები, ამაზე დიდი საჩუქარი მისთვის და ჩემი თავისთვის ჯერ არ გამიკეთებია. ვხედავ მის ახლიდან დაწყებულ ცხოვრებას. იმდენად თანასწორია მისი Fb ცხოვრებაც,რომ ვერ ვუძლებ და წაშლილი მყავს. „ჩექინი“ და „სელფები“ ჩემი მეზარება უკვე.

ახალ წელს, მე გარიყულაში ვიყავი და ნუკრი-მილანში. ვერ ვიჯერებ, მაგრამ 60 წლის ხდება. ნეტა შეყვარებულიც ჰყავდეს და იქორწინოს. 8 მარტს ჩემს ნაჩუქარ ყვავილებს წყალში ჩადებს და სადმე წავა გოგოებთან ერთად , რეალიზებული დედაჩემი რომელიც ცხოვრების მეორე ნაწილში ბევრად ბედნიერი ქალია," - წერს ირაკლი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS