07 მარტი, 2018
"გზას გვაჩვენებს - ჩვენი გზამკვლევი ვარსკვლავი" - ქეთა თოფურია და რუსი მომღერლები პუტინის მხარდასაჭერ კლიპში
რუსმა ვარსკვლავებმა მოძრაობა Putin Team-სთვის ჰიმნი ჩაწერეს და ვიდეორგოლი წარმოადგინეს.

სიმღერის მისამღერში ასეთი ტექსტია: "ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, თუ ის ჩვენთანაა... ერთად უფრო ძლიერები ვართ და ის გზას გვაჩვენებს - ჩვენი გზამკვლევი ვარსკვლავი".

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის უარყოფითი კომენტარები რუსი მოსახლეობის მხრიდან:

„მათ ხომ პუტინი არ აინტერესებთ. საცოდავები, ისინიც და პუტინიც“; „ღმერთო, რა სიბრმავეა. არავითარი სიამაყე და თავმოყვარეობა“.

„გამყიდველი ბოზები“, „ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი ანტირეკლამაა ესტრადის ამ „ვარსკვლავებისთვის"";
„ამ ქვეყანას უკვე ვეღარაფერი
უშველის“;

„ამ მომღერლებზე უფრო კარგი შეხედულება მქონდა. უკეთესი იქნებოდა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაეცვათ“;

ვიდეორგოლში ქართველი მომღერლები ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსიც მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, ქეთა თოფურიამ რამდენიმე დღის წინ, თაყვანისმცემლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მოუწოდა, რის გამოც ქართველმა მსმენელმა მკაცრად გააკრიტიკა.

ქეთა თოფურიამ განრისხებულ თაყვანისმცემლებთან თავი იმართლა და განაცხადა, რომ მან ხალხს უბრალოდ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და არა კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერისკენ.

ქართველების პროგნოზი გამართლდა, ქეთა თოფურია პუტინის გუნდის წევრი აღმოჩნდა და მოსახლეობას სწორედ მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რასაც ვიდეოც მოწმობს.


იხილეთ ვიდეო:




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
Lile
გრამი ჭკუა არ აქვს თავში
19:02 / 15-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ძალიან უტვინოა
10:23 / 10-03-2018
გამოხმაურება / 0 /
სარა
ბლიდინა გოგო
08:21 / 08-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS