ფაროსანას შემოსევა ქვეყნისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ხელისუფლების მიერ გატარებული არა ერთი ქმედითი ნაბიჯის მიუხედავად, ფაროსანამ ქართველი ვარსკვლავებიც კი შეაწუხა. ამჯერად, ფაროსანა ქართული ესტრადის დივას, სოფია ნიჟარაძეს შეესია და ანაკლიის სასტუმროში ძილი დაუფრთხო.
"ფაროსანების შემოსევა დაიწყო.
ამ წამს, ანაკლიაში, სასტუმროს ნომერში ორი ცალი დამდიოდა ზურგზე, ლოგინში, გამაღვიძა კისერთან მათმა სეირნობამ, ახლა რაღა დამაძინებს? კიდევ მინიმუმ ერთი, ჭაღში როგორ ჩაფრინდა, დავინახე, სანამ იმ ორს ვებრძოდი", - წერს დივა.